ბაკურიანი ზამთრის სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება



ბახმარო ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს და პროფესიონალებს ევროპის ქვეყნებიდან წელს პირველად უმასპინძლებს. კურორტს დეკემბერში 60 ევროპელი ტურისტი და მედიის წარმომადგენელი ეწვევა და მოხდება მისი, როგორც სათხილამურო კურორტის ათვისება.
აღნიშნულ ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
ლეგენდარული ჯგუფის Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი საქართველოს ეწვევა. მუსიკოსი Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში, 19 ივლისს Black Sea Arena-ზე გამართავს კონცერტს.
ამის შესახებ ინფორმაცია დღვანდელ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს. Black Sea Jazz Festival-ი სწორედ პლანტის კონცერტით გაიხსნება და 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ 2 ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს. ფრენები საბერძნეთის მიმართულებით, კერძოდ ათენსა და სალონიკში შესრულდება.
ათენისკენ ავიამიმოსვლა 2018 წლის 26 მარტიდან დაიწყება და კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 186 ევროდან იწყება. რაც შეეხება სალონიკს, აქ ფერენების შესრულებას Georgian Airways-ი 28 მარტიდან დაიწყებს, ორმხრივი ავიაბილეთის საწყისი ფასი 167 ევროა. ფრენები აქაც კვირაში ორჯერ შესრულდება.
გარდა ამისა, მარტის თვეშივე, კერძოდ 25 მარტიდან Georgian Airways ბარსელონას და ბოლონიის მიმართულებითაც იფრენს. თბილისი-ბარსელონა-თბილისი – პირდაპირი ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება; თბილისი-ბოლონია-თბილისი კი – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.