გუდაურში მოთხილამურე პატრულის საპილოტე პროექტი დაიწყო
მოთხილამურე პატრულს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა და პირადად გააცნო მათი უფლება-მოვალეობები. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სათხილამურო ტრასებზე აიკრძალება თოვლმავლებით და სხვა მსგავსი ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება, გარდა საპატრულო და სამაშველო მიზნებისა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი იმედოვნებს, რომ სათხილამურო პატრულირების ამოქმედება მინიმუმამდე დაიყვანს იმ რისკებს, რომელიც არსებობს სამთო კურორტებზე.
წყარო


სიახლეები
21 იანვარი 2016

17434
გაზიარება










