ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები" ჩატარდა. ღონისძიება 14 აპრილს "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა.

კონფერენციისთვის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის და პროფესიული სასწავლებლის 20 სტუდენტის ნაშრომი შეირჩა. მათ ნაშრომებს სპეციალური ჟიური წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით აფასებდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ბრეგაძე, კომპანია "დისქავერ ჯორჯიას" დირექტორი ნინო კეკელიძე, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და საქართველოს გიდების ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი მელაძე.

თითოეულ მონაწილეს ჟიურისა და დამსწრე აუდიტორიისთვის საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციისთვის 15 წუთი ჰქონდა გამოყოფილი, რის შემდეგაც აუდიტორიის კითხვებზე უნდა ეპასუხათ. 

ტურისტული პორტალი Turebi.Ge უკვე მესამე წელია აღნიშნული კონფერენციის მხარდამჭერი და ერთ-ერთი სპონსორია. Turebi.Ge-მ კონფერენციაზე რამდენიმე მონაწილე გამოარჩია. ერთ-ერთ მონაწილეს, ლიკა ვარდოსანიძეს კომპანიამ საჩუქრად ტურისტული ლიტერატურა გადასცა. ლიკამ კონფერენციაზე წარმოადგინა პროექტი "კესანე - Forget me not - არ დაივიწყო თბილისი", რომელიც დედაქალაქში ყვავილებისა და მებაღეობის ტურის ჩატარებას ეხებოდა. კიდევ ერთ მონაწილეს, რევაზ წიკლაურს, Turebi.Ge-მ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მის მიერ დაგეგმილი აქტივობების განხორციელებასა და რეკლამირებაში, რომლებიც მიმართული იქნება ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის. ასევე, კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს მარიამ ტყეშელაშვილს, Turebi.Ge-მ  ვესბტუდია CGroup-თან ერთად შესთავაზა თანამშრომლობა მისი პროექტის, აპლიკაცია "Maplace"-ის განხორციელებაში.

სტუდენტური კონფერენცია

ჟიურის გადაწყვეტილებით კონფერენციის საუკეთესო მონაწილეები გახდნენ:

III ადგილი: თამარ გაბისონია - თემა "საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა თეთრიწყაროს ტურისტულ რეგიონში";

II ადგილი: ქეთევან ჯალაღონია - თემა "ღვინო ხელოვნებისთვის და "Georgian Wine Art";

I ადგილი: რევაზ წიკლაური - თემა "უცნობი კახეთი - სოფელ ახალსოფლის ტურისტული პოტენციალი".

თითოეულ გამარჯვებულს სხვადასხვა სპონსორისგან გადაეცათ საჩუქრები. კონფერენციის ყველა მონაწილის ნაშრომი გამოქვეყნდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ონლაინ ბიბლიოთეკაში, რომელიც მალე დაემატება ადმინისტრაციის ვებგვერდს. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %