მთიანი აჭარის ტურისტულ ადგილებს შავი ტბა შეემატა

მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი “შავი ტბა” შეემატა. სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ტბა გოდერძის უღელტეხილზე არსებული მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე მდებარეობს. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტბის მარკირებასა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას შემდეგი წლისთვის გეგმავს. მანამდე კი ახალი ტურისტული ადგილი სააგენტომ გიდებს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე ორგანიზებული ინფოტურისას გააცნო.

„შავი ტბა გოდერძის უღელტეხილიდან 11.5 კმ -ში,  ზღვის დონიდან დაახლოებოთ 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით.  ვინაიდან ტყეში მდებარე შავი ტბა, მასთან მისასვლელი სამანქანე გზის არ არსებობის გამო საკმაოდ ძნელად მისადგომია ერთ-ერთი მყუდრო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასვლო ტურის მოყვარულებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ გარემოს დაცვის სამართველოსთან ერთად შევისწავლოთ ტბა, რის შემდეგაც მოხდება მისი მარკირება. შავი ტბის სახით მთიან აჭარაში მოგზაურობისა და სათავგადასავლო მარშრუტების გავლის მსურველებს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი ექნებათ მოსანახულებელი,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %