47

სათხილამურო ზონაში ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება

19 დეკემბერი 2016
სამთო-სათხილამურო ზონაში უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება.
თოვლმავლით ან მოტოციგით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) გადაადგილებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
თოვლმავლის, მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ასევე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალების ჩამორთმევას ერთი დღით ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
პოლიციელი ვალდებული იქნება, თოვლმავლის/მოტოციგის მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპ
...