ახალი ავიარეისები ბათუმის აეროპორტიდან
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის ზაფხულის სეზონიდან ფრენების ახალ მიმართულებას და ახალ განრიგს გთავაზობთ.
მაისიდან ბათუმი–მოსკოვის მიმართულებით, კვირაში 3 ფრენა შესრულდება. ფრენებს Nordstar Airlines ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.
3 ივნისიდან რეგულარული რეისები განხორციელდება, კიევის, ჩერეპოვეცისა და სანქტ პეტერბურგის მიმართულებითაც.
კიევის მიმართულებით, ავიაკომპანია Anda Air ოთხშაბათსა და შაბათს იფრენს. ჩერეპოვეცის მიმართულებით რეისს Severstal Airlines მხოლოდ კვირაში ერთხელ – შაბათს განახორციელებს, ხოლო სანქ პეტერბურგის მიმართულებით, ყოველ შაბათს, კომპანია Nordavia Airlines–ის თვითმფრინავი იფრენს.
კიდევ ორი მიმათულება დაემატება ბათუმის საერთაშორისო აეროპოტრს 21–22 ივნისს –ზაპოროჟიეს და დუბაის მიმართულებით.
ზაპოროჟიეს რეისები Ukraine Int. Airlines–ის მიერ ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო დუბაის მიმართულებით მგზავრებს Flydubai კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს გადაიყვანს.



სიახლეები
24 მარტი 2017

19315
გაზიარება












ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.




