თბილისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

ახალი, დაბალბიუჯეტიანი აზერბაიჯანული  ავიაკომპანია Buta Airways თბილისის მიმართულებით ფრენას 1 სექტემბრიდან იწყებს."ტავ ჯორჯიას" განცხადებით,  Buta Airways აეროპორტის განრიგში უკვე გამოჩნდა და მისი პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 სექტემბერს, 09:40 წუთზე დაეშვება.

ამიერიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ნაცვლად, ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი Buta Airways შეასრულებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან, ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე Buta Airways შესრულებს.

არსებული ინფორმაციით, ფრენის მინიმალური ფასი ერთი მიმართულებით 29 ევროა. ახალი ავიაკომპანია ავიამიმოსლვას შეასრულებს როგორც თბილისის, ისე მოსკოვის, კიევის, ანტალიის, მინვოდის, ყაზანისა და თეირანის მიმართულებით. ზამთრის სეზონიდან კი ფრენები სტამბოლისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებითაც დაემატება.

ამ მომენტისთვის ვებ-გვერდზე www.butaairways.az ბილეთების ყიდვა თბილისიდან ბაქოსა და ყაზანის მიმართულებითაა შესაძლებელი.

წყარო

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %