title
Turebi Ge

მოწევის აკრძალვა ვენეციაში

ვენეციაში შემოდის ახალი აკრძალვა. როგორც ჩანს ქალაქის მერი, ლუიჯი ბრუნიარო, შთაგონებულია ტოკიოს გამოცდილებით - იაპონიის დედაქალაში სიგარეტის მოწევა დაშვებულია  მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ამ მაგალითზე, მსგავსი სისტების დანერგვის სურვილი გამოთქვეს ვენეციაშიც და კანონპროექტი უკვე მზადების პროცესშია.

ცნობილი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოწევა აიკრძალება პოპულარულ ტურისტულ ადგილებში, როგორიცაა რეალტოს ხიდი და სან-მარკოს მოედანი. მეორე ეტაპზე თამბაქოს მოწევის ამკრძალავ ზონაში  სხვა ლოკაციებიც დაემატება. ამავდროულად ქალაქში მწეველებს დაურიგდებათ სპეციალური კონტეინერები, რომლებიც განკუთვნილი იქნება სიგარეტის ნამწვავებისთვის.

მსგავსი მკაცრი ზომები მიიღეს ქალაქის გარემოს გასაუმჯობესებლად, პასიური მწეველების დასაცავად, ასევე დასუფთავების სამსახურების ქუჩაში დაყრილი სიგარეტის ნამწვავებთან დამღლელი ბრძოლის დასასრულებლად.

ყველას უფლებას იცავენ და საინტერესოა მწეველებს  უფლებები თუ აქვთ?

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
38 %
არა
30 %
გააჩნია მიმართულებას
32 %