8 ყველაზე ლამაზი პეიზაჟი ზამთრის მოყვარულებისთვის

თოვლიანი ზამთარი სწორედ ის დროა, როცა ზღაპრული პეიზაჟების ძებნაში მთელი მსოფლიო უნდა შემოიარო.

 

დოლომიტის ალპები, იტალია

 

5151360-1000-1450083860-5.png

 

დოლომიტის ალპები მთიანი მასივია აღმოსავლეთ ალპებში. მასივი განლაგებულია იტალიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, შემდეგი პროვინციების ტერიტორიაზე: ბელუნო, ბოლცანო - სამხრეთ ტიროლი და ტრენტო. მასივი შემოსაზღვრულია მდინარეების დაბლობებით: იზარკო, პუსტერია, პიავე, ბრენტა  და ადიჯე. მთები გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე, უმაღლესი მწვერვალია - მარმოლადის მთა (3342 მეტრი).

 

მდინარე შანონი, ირლანდია

 

5152010-1000-1450083860-GettyImages_146272066

 

მდინარე შანონი ირლანდიის ყველაზე გრძელი მდინარეა და მისი სიგრძე 360.5 კილომეტრს შეადგენს. მდინარე ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების გამყოფ ბარიერს წარმოადგებს. მდინარის სახელი კელტების ქალღმერთის, Sionna-სგან წარმოსდგება. ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული მდინარე მნიშვნელოვან სავაჭრო გზას წარმოადგენდა და პირველად ბერძენ-ეგვიპტელი გეოგრაფი, პტოლემეი მოიხსენიებს.

 

ბავარია, გერმანია

 

5151610-1000-1450083860-Bavaria-Winter

 

ბავარიაში, რომელიც ლუდითაა ცნობილი, არანაკლებ ლამაზი ზამთრის ხედებია. ბავარია მდინარე რაინის აუზში მდებარეობს. ფართობი 70.549 კმ²-ა, ქალაქებიდან ყველაზე ცნობილია მიუნხენი, აუგსბურგი და ნიურნბერგი. ამ რეგიონიდან იყო წარმოშობით შტრაუსიც. რეგიონის ეკონომიკური ცენტრი მიუნხენია.

 

ჰამნოი, ნორვეგია

 

5152060-1000-1450083860-lets-travel-to-lofoten-norway-with-vicki-mar-4

 

ჰამნოი მეთევზეთა პატარა სოფელია, რომელიც მოსკენესის მუნიციპალიტეეტში, ნორვეგიაში მდებარეობს. ვესტფიორდენიდან სულ რაღაც 1.5 კილომეტრითაა დაშორებული. ხიმინჯებზე შემდგარი ფერად-ფერადი სახლები თოვლიანი მთების ფონზე ეფექტური ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა.

 

კამპინის ნაციონალური პარკი, იტალია

 

5151860-1000-1450083860-sunrise-in-the-snowy-woods

 

თოვლით დაფარულ ხეებს თითქოს სადღაც ზღაპარში მივყავართ.. ბილიკის ბოლოს კი რაღაც საინტერესო ხდება....

 

ბლედის ტბა, სლოვენია

 

5151810-1000-1450083860-z8

 

ბლედი ლუბლიანას (სლოვენის) აეროპორტიდან 32 კილომეტრშია განლაგებული, ალპების ძირში, ზღვის დონიდან 501 მეტრზე. ტბას თბილი წყაროები კვებავს, რის გამოც ზაფხულში წყლის ტემპერატურა +18 +24 გრადუსამდე თბება, ხოლო ზამთრობით მხოლოდ ძალიან ძლიერი ყინვების შემთხვევაში იყინება. აქ უამრავი კურორტია, რომლებიც თერმულ წყაროებს შიდა აუზებისთვის იყენებენ. ტბაში ბანაობის სეზონი ივლისში იწყება და სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება.

 

"მუმინების ქვეყანა", ფინეთი

 

5152110-1000-1450083860-12843260-R3L8T8D-1000-2048-3

 

ტუვე იანსონის მუმინების სამყაროს ყველა ბავშვი იცნობს, ვისაც მისი წიგნები წაუკითხია. ფინეთში მი მათი სახელობის თემატური პარკიც არსებობს თურმე.

 

ალპები, საფრანგეთი

 

5151260-1000-1450083860-67.png

 

ალპები (საფრანგეთი) ყოველთვის იყო და დარჩება იმ ადგილად, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წახვიდე, თუ ზამთარი, თოვლი, სიცივე და ზამთრის სპორტი გიყვარს.

 

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი, ხორვატია

 

5151410-1000-1450083860-46.png

 

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი უძველესი ეროვნული პარკია სამხრეთ ევროპაში და უდიდესი ხორვატიაში. ის  1949 წელს დაარსდა და  ცენტრალურ ხორვატიაში მდებარეობს, მთიან, კარსტულ არეალში, ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან. დაცული ტერიტორია მოიცავს 296 85 კმ²-ს. 1979 წელს, ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა და ის ამ სიაში შესული პირველი ბუნებრივი ძეგლი გახდა. ამჟამად, პარკის ყოველწლიურად 900 000 მნახველი სტუმრობს. ეროვნული პარკი მსოფლიოში ცნობილია მისი ჩამწკრივებული ტბათა კასკადებით. მათი რიცხვი 16-ს შეადგენს. ტბები განთქმულია მათი განსხვავებული ფერებით, რომლებიც ცისფერიდან მწვანეში, ნაცრისფერში ან ლურჯში გადადის. ფერთა ცვალებადობა მუდმივადაა დამოკიდებული წყალში მინერალთა შემცველობაზე, ასევე იქ არსებულ ორგანიზმებსა და მზის სინათლის დაცემის კუთხეზე.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %