49
პრეიკესტოლენი, ნორვეგია
პრეიკესტოლენი - 604 მეტრის სიმაღლეზე, ჰაერში გამოკიდული უზარმაზარი, ოთხკუთხედი ფორმის კლდის ნატეხი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ყოველწლიურად მას დაახლოებით 250 000 ტურისტი სტუმრობს. აქ მოსახვედრად 4 კილომეტრი უნდა გაიარო ბილიკ-ბილიკ. მის გავლას წინა და უკან დაახლოებით 4 საათი ჭირდება. ამჟამად მიმდინარეობს უკეთესი გზის გასაყვანი სამუშაოები.
ადგილობრივები კლდეს Hyvlatonnå -ს ეძახდნენ. სახელწოდება პრეკესტოლენი (ი-ს გარეშე) 1900-იან წლებში დაერქვა, როცა ადგილობრივმა ტურისტულმა ორგანიზაციამ აქაურობის გაპიარება გადაწყვიტა.
კლდის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 25X25 მეტრია. კლდემდე მიმავალი ბილიკი ალაგ-ალაგ ძალიან ციცაბოა. ბილიკის საწყისი წერტილი ზღვის დონიდან დაახლოებით 270 მეტრზეა და შემდეგ ზღვის დონიდან 604 მეტრამდე ადის. მიუხედავად იმისა, რომ საწყის და საბოლოო წერტილებს შორის სიმაღლის სხვაობა მხოლოდ 334 მეტრია და ბილიკის სიგრძეც საკმაოდ მცირე (4 კმ-თითო გზა), სიმაღლის სხვაობა შესამჩნევია, რადგან ბილიკი რამოდენიმე ადგილას ზემოთ, ქედებზე ადის და მერე ისევ ძირს ეშვება.
ასასვლელად საუკეთესო სეზონი მაისიდან ოქტომბრამდეა. ზამთარში ლაშქრობა რეკომენდებული არაა, რადგან თოვლის და ყინულის პირობებში ძალიან იოლად შეიძლება ფეხი დაუსრიალდეს ყველაზე გამოცდილ ადამიანსაც კი. რეკომენდებულია სალაშქრო ფეხსაცმლის და ჯოხის გამოყენება.
არც ბილიკზე და არც კლდეზე ჯებირები დამონტაჟებული არაა, რადგან ისინი საერთო შთაბეჭდილებას და ბუნების ეფექტს ძალიან გააფუჭებდა. შემთხვევითი ჩავარდნის შემთხვევები პრაქტიკულად არაა, თუმცა იყო რამოდენიმე სუიციდი და სუიციდის მცდელობა.