60
10 ყველაზე საინტერესო კიბე მთელი მსოფლიოდან
ზოგჯერ კიბეები ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა ხოლმე, იმდენად მომხიბვლელი და ორიგინალურია. ზოგჯერ კი ის ქვეყნის ყველაზე მონახულებად ღირსესანიშნაობას წარმოადგენს.
1. ბუერენის მთა, ბელგია
სინამდვილეში ეს მთა კი არა, 374 საფეხურისგან შემდგარი კიბეა რომელიც ბელგიის ქალაქ ლიეჟიში მდებარეობს. ეს კიბე 1881 წელს ააშენეს იმ სახიფათო ბილიკის ნაცვლად, რომელიც ამ გორაკზე იყო და რომლითაც ჯარისკაცებს უწევდათ სარგებლობა. კიბეს სახელი მეთხუთმეტე საუკუნის არისტოკრატის, ვინსენტ დე ბუერენის საპატივსაცემოდ დაერქვა.2. კლდის ქიმზე გამავალი კიბე, ესპანეთი
ეს ულამაზესი კიბე კუნძულ Gaztelugatxe-ზე მდებარეობს. პატარა კუნძული ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს და კონტინენტთან კიბე-ხიდითაა დაკავშირებული. კუნძულზე არსებული შენობა მეცხრე-მეათე საუკუნით თარიღდება, მასთან მისასვლელად ხიდის გავლაა საჭირო და შემდეგ 237 საფეხურის ავლა. საუკეთესო სეზონი გაზაფხული და შემოდგომაა - თბილა, ამინდი მზიანია და ზაფხულისგან განსხვავებით, ტურისტებით გადატვირთული არაა.3. სპირალური კიბე ჩინეთის მთებში
90-მეტრიანი სპირალურად დახვეული რკინის კონსტრუქცია ჩინეთში, ტაიჰანგის მთებში მდებარეობს. კიბე თავიდან გვარიდებს მთაში რამოდენიმესაათიან დამღლელ ლაშქრობას (თუმცა, არც აქ ასვლაა იოლი). უზარმაზარი, ვერტიკალურად ჩამოთლილი კლდის პარალელურად აღმართული მწვანედ შეღებლი კიბე საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ ახვიდეთ სიმაღეზე და ამისათვის არანაირი სპეციალური აღჭურვილობა არ დაგჭირდებათ.
თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებებით, თუ ამ კიბეზე ასვლას დააპირებთ 60 წელზე ახალგაზრდა უნდა იყოთ და ხელმოწერით დაადასტუროთ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ფილტვებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ.
4. ოცნებების კიბე, იაპონია
"Awaji Yumebutai" ან "ოცნებების კიბე" - ასე მოიხსენიებენ კიბეებისგან და ყვავილნარებისგან შემდგარ კომპლექსს, რომელიც ჰიოგოს პრეფექტურაში მდებარეობს. კიბეების გარდა აქ ზუსტად 100 ყვავილებით გაფორმებული კვადრატული ფორმის ტერასაა. ეს ბაღი მემორიალს წარმოადგენს, რომელიც 1195 წელს მომხდარი ჰანშინის მიწისძვრის შემდეგ აშენდა იმ მთაზე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა.
5. მოსეს ხიდი, ნიდერლანდები
შორიდან ხიდის შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის წყლის ქვეშაა "დამალული". ხიდი მდინარეზეა გადებული და კუნძულზე აშენებულ ციხეს, Fort de Roovere -ს ხმელეთთან აერთებს. მდინარის ადიდების შემთხვევაში ხიდში დამონტაჟებული დამბები უზრინველყოფს იმას, რომ წყალმა არ დატბოროს ხიდი.
6. კანიონის საფეხურები, ეკვადორი
კიბეები ეკვადორში მდებარე ჩანჩქერზეა გაკეთებული. ჩანჩქერს Paílón del Diablo ქვია და საკმაოდ მოზრდილი ზომისაა. ქალაქ ბანოსიდან 30 წუთის სავალი მანძილით დაშორებული ჩანჩქერი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. კიბეები ჩანჩქერთნ უსაფრთხოდ მისვლას უზრუნველყოფს. სანახაობრივი ტერასების და ქვის ციცაბო კიბეების მონაცვლეობა უსაფრთხო დაშვებას, გზადაგზა დასვენებად და ხედებით ტკბობას უზრუნველყოფს.
7. ჩანდ ბაორი, ინდოეთი
ჩანდ ბაორი საფეხურებიანი ჭაა, რომელიც ინდოეთის შტატ რაჯასტანში, ჯაიპურის ახლოს მდებარე სოფელში, აბჰანერში მდებარეობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფეხურებიანი ჭაა ინდოეთში, 13 იარუსით და 3500 საფეხურით. რაჯასტანი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი რეგიონია, ჭა კი წყალის ერთ-ერთ იშვიათ და ძლიან ძვირფას რესურსს უზრუნველყოფს. ჭის სიღრმეში ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაბალია. წვიმების დროს ორმო ბოლომდე ივსება წყლით, ხოლო გვალვებში ადამიანებს უამრავი საფეხურის ჩავლა უწევთ წყლამდე მისაღწევად.
8. სანტორინის კიბეები, საბერძნეთი
კუნძულის მაცხოვრებლებმა 1715 წელს ააგეს ეს კიბე, რომ გორაკის წვერამდე იოლად ასულიყვნენ. დიდი ხნის განმავლობაში მგზავრების გადასაყვანად და ბარგის გადასატანად სახედრები გამოიყენებოდა. 1930 წელს კიბე შეაკეთეს და სახედრების რიცხვიც გაიზარდა. საბოლოოდ, 1979 წელს საბაგირო გზა გაიხსნა, თუმცა ტურისტებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს სახედრით მოგზაურობა.
9. პოტიომკინის საფეხურები, უკრაინა
ეს უზარმაზარი კიბე ოდესაში მდებარეობს. კიბე ოდესის საზღვაო პორტიდან ქალაქში შესასვლელ ოფიციალურ ზად ითვლება და ოდესის სიმბოლოდაა აღირებული. ზედა საფეხურის სიგამე 12.5 მეტრია, ქვედასი კი 21.7 მეტრი.
11. ჰაიკუს კიბეები, ჰავაი, აშშ
“ჰაიკუს კიბეები” რომელსაც ხშიარდ მოიხსენიებენ როგორც “კიბეს სამოთხისკენ”, ჰავაიში მდებარეობს და ის ამერიკის ყველაზე ლამაზი სალაშქრო ადგილია. 4 000 საფეხურიანი კიბეების გავლისას თვალწინ შთამბეჭდავი ხედები იშლება, თუმცა ამ გზის გავლა, ისევე როგორც სამოთხეში მოხვედრა, ძალიან რთულიცაა. კიბის ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს გაკეთდა და საფეხურები მთლიანად ხის იყო, 1950 წელს კი ხის საფეხურები ფოლადმა ჩაანაცვლა და მთის წვერზე სანაპირო დაცვის ნავიგაციის სადგური გაკეთდა.