57
ცხოვრება მცურავ სახლზე
კანადელმა წყვილმა - უეინ ადამსმა და ქეთრინ კინგმა 1992 წელს საკუთარი მცურავი კუნძულის მშენებლობა დაიწყეს. სახლი ძალიან ორიგინალურია - ამჟამად ის 12 მცურავი პლატფორმისგან შედგება, რომელიც კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის სანაპიროსთან ცურავს.
პლატფორმები აშენებულია როგორც ხის, ასე რკინის კონსტრუქციებისგან. ნაწილი სახლის ფუნქციას ასრულებს, ნაწილზე კი მწვანე ბაღებია გაშენებული, სადაც წყვილს ყვავილები და სხვადასხვა სახის საჭმელად ვარგისი მცენარეები მოყავს ხუთ სათბურში, აქვეა სამხატვრო სტუდია, სოლარიუმი და სხვადასხვა ფუნქციის და დანიშნულების მქონე შენობები. აქვე იზრდებიან შინაური ფრინველებიც. სასმელ წყალს სანაპიროზე არსებული ჩანჩქერიდან იღებენ, ხოლო ზამთარში წვიმის წყალს აგროვებენ. ელექტროენერგიას 14 მზის ბატარეა იძლევა. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს მცურავს სახლს, დამოუკიდებლად იარსებოს წლების განმავლობაში.
ქეთრინი საკუთარ, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულთან ერთად.
ვარდისფრად და ფირუზისფრად შეღებილი კონსტრუქციის მშენებელ წყვილს ორი ზრდასრული შვილი ყავს, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრობენ, ხოლო უეინი და ქეთრინი 1992 წლის შემდეგ აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად და მას მერე აქაურობის დატოვება არც უფიქრიათ. უეინი სკულპტორია, ხოლო ქეთრინი ყოფილი ბალერინა, რომელსაც მხატვრობა, წერა და მუსიკა იტაცებს. აქ თითქმის ყველაფერი საკუტარი ხელით აქვთ შექმნილი.
მსურველებისთვის გარკვეული თანხის საფასურად ექსკურსიებიც ტარდება, ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით და წყვილის თანხმობით.