სალონიკი - ქალაქი სანაპიროების გარეშე.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, იაფი ფრენების მადლით ჩვენც მოვხვდით საბერძნეთში. მოგზაურობის დაწყებისას ზღვას ვეძებდით, ცურვა და ყვინთვა რომ შეგვძლებოდა. ჩვენთან უკვე დასრულებული იყო სეზონი, ამიტომ სალონიკი ავარჩიეთ.
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ სალონიკში სანაპიროები არაა...ამიტომ გირჩევთ ჩვენსავით მოიქცეთ და სასტუმრო სადმე სანაპიროს მხარეს მოძებნოთ. სალონიკში კი დასათვალიერებლად შეიაროთ.
თავიდან ნეოს მარმარისზე გვინდოდა წასვლა. მის სანაპიროებს ძალიან აქებენ. თუმცა, ვინაიდან მხოლოდ 4 დღე გვქონდა ისევ ქალაქთან ახლოს დარჩენა გადავწყვიტეთ.
სალონიკიდან 15 წუთის სავალზე, არის სანაპიროები სახელად ფერაია და აგია ტრიადა. ჩვენ არჩევანი აგია ტრიადაზე შევაჩერეთ დამაკმაყოფილებელი ბინის გამო. (აირბიენბის მადლი: 22 დოლარად ძალიან კომფორტული აპარტამენტი ვიშოვეთ).
ტრანსპორტირება ძალიან იოლია...
პირდაპირ სანაპიროსთან არის გაჩერება, მაღაზიაში 1.5. ევროდ შეიძენთ ბილეთს რომლითაც საათნახევარი შეგიძლიათ იმგზავროთ და ორ ავტობუსში გამოიყენოთ. 72 ნომერი ავტობუსი წაგიყვანთ გაჩერება „იკეაზე“ რომელიც ბოლო გაჩერებაა და იქიდან კი ნომერი: 2 k ან 3 k ავტობუსი წაგიყვანთ სალონიკში, თანაც გზად გაივლის ყველა ტურისტულ ადგილს...იკეაზე უზარმაზარი ლიდლია, სუპერმარკეტის ეს ქსელი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იაფიიან ქსელად ითველბა, აქ შეგიძლიათ ძალიან იაფად შეიძინოთ პროდუქტები.
ტურისტული ქალაქი ვთვლი რომ დიდად არ არის. მაგრამ, ქალაქი სავსეა ბერძნული სტილის ტავერნებითა და რესტორნებით, სადაც საოცრად გემრიელი ზღვის პროდუქტები შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ქალაქს გრძელი ბულვარი აქვს, საღამოს სეირნობა ნამდვილად სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეგიძლიათ ბულვარით მიხვიდეთ თეთრ კოშკთან, მე -15 -ე საუკუნის ნაგებობასთან, რომელიც ყურეს გადაჰყურებს.
ბიზანტიური კედელი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს IV-V საუკუნის ფრესკები.
ქოლგები, რომლებიც ეგეოსის ზღვას გადაჰყურებს. უამრავ ტურისტს ნახავთ აქ. ჩვენც ვესტუმრეთ ამ თანამედროვე ხელობნების ნიმუშს და მზის ჩასვლისას მისით დატკბობა ვცადეთ. ცდად ღირდა.
რაც შეეხება უშუალოდ ფერაიას და აგია თრიადას სანაპიროს, გეტყვით რომ ზღვა საოცრად სუფთა და სასიამოვნოა. ქვიშიანი სანაპიროებით. თუ ბავშვებით აპირებთ მოგზაურობას გაგახარებთ. დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე სანაპირო 1-1.5 -ას არ ცდება. შესაბამისად შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ნამდვილად უსაფრთხოა.
პირადად მე ძალიან მომეწონა ჩვენი არჩევანი დასასვენებლად ამ ადგილს ვსტუმრებოდით. მშენიერი განტვირთვაა მაშინ, როდესაც შენთან ზღვის სეზონი უკვე დასრულდა, ან ჯერ არ დაწყებულა. ფრენა იაფია და თავად ადგილიც არ გამოირჩევა სიძვირით.
ბედნიერ დასვენებებს გისურვებთ ^_^