ფიქრების პარკი შოტლანდიაში

ეს საოცარი ადგილი 1989 წელს შეიქმნა შოტლანდიაში, ქალაქ დამფრისში. ეგზოტიკური, ფერად-ფერადი ყვავილნარების და ბუჩქების მაგიერ აქ ალუმინის საყვავილეებია, უხვწყლიანი შადრევნების მაგიერ - შავი ხვრელები და ოპტიკური ილუზიები, ხოლო ლანდშაფტი მნახველებს უჩვეულო ფორმებით, გადაწყვეტილებებით და ხედებით ნუსხავს.  ამ ბაღში სეირნობისას შეიძლება იფიქრო, რომ ეს ადამიანის მიერ შექმნილი კი არაა, არამედ ვიღაც, არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლების ნაყოფია. 6381810-R3L8T8D-800-27 სინამდვილეში ამ ბაღის შემქმნელი რეალური ადამიანია - ჩარლს ჯენქსი - მოქმედი არქიტექტორი და კრიტიკოსი. ბაღი მან ცოლთან  - ლანდშაფტის დიზაინერთან მეგი კესვიკ-ჯენქსთან ერთად შექმნა. 1988 წელს მეგიმ დედისგან მემკვიდრეობა -  მამული Portrack House მიიღო. მამულის მიწების საერთო მოცულობა 16 ჰექტარი იყო. არაფერი განსაკუთრებული აქ არ იყო - ბოსტანი, სხვადასხვა ხეხილი, ორანჟერეა და ბეგონიების კოლექცია. მეგიმ აიღო ეს ტერიტორია და ისეთი პარკის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც დედამიწის ზურგზე არსებულ არც ერთ პარკს არ ემგვანებოდა. 6382310-R3L8T8D-800-2 კონცეფციის შემუშავებისას იდეა მოუვიდათ  - პარკი უნდა ყოფილიყო სამყაროს მინიატურული მოდელი. ლანდშაფტების და სკულპტურების საშუალებით მეგიმ და ჩარლზმა გადაწყვიტეს არამარტო სამყროს სილამაზე, არამედ მიკრო და მაკრო სამყაროების, სამყაროს კანონების, პარადოქსების, მისი შექმნის და ევოლუციის პრიცესების გადმოცემა. ასევე იმის ჩვენება, რომ ყველა მეცნიერება ერთად აღებული - მხოლოდ პატარა სხივია ჯერ კიდევ შეუცნობელის უზარმაზარ, ბნელ სივრცეში. 6382410-R3L8T8D-800-3 პარკის იდეა საფეხურეობრივი განვითარების თეორიითა განმსჭვალული - არამარტო ადამიანის, არამედ მთლიანი სამყაროსი. ეს შეიძლება დავინახოთ რელიეფში და ლანდშაფტურ გადაწყვეტილებებში, რომლებიც რამოდენიმე იარუსს, საფეხურს ქმნიან, უთვალავი რაოდენობის საფეხურებში. თუმცა საფეხურებრივი განვითარების მთავარ სიმბოლოს 25-დონიანი კიბე წარმოადგენს, რომელიც სამყაროს და ადამიანის ევოლუციური განვითარების გამოხატულებაა. 6382460-R3L8T8D-800-5 კიბე წყალსაცავის სიღრმეში იწყება, რაც  დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვის სიმბოლური გამოხატულებაა. თითოეული დონე ევოლუციის კონკრეტულ პერიოდს გამოხატავს და კონკრეტული პერიოდის შესაბამის სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების გამოსახულებებს ან/და სკულპტურებს მოიცავს. კიბით სახლამდე ავდივართ. და ასვლისას ევოლუციის მილიარდობითი წლის სიმბოლურად გავლის შემდეგ, თანამედროვე სამყაროში ვხვდებით. 6382560-R3L8T8D-800-6 ჩვენი ახალი, კოსმიური, ნანოტექნოლოგიური ეპოქა საშუალებას გვაძლევს შევაღწიოთ სამყაროს სიღრმეებში. ბაღში განსაკუთრებულ ადგილს სპირალი იკავებს. ჩარლზ ჯენქსი მას ყველგან ხედავს - ქარიშხლების გამანადგურებელ "ცეკვებში", დნმ-ს ჯაჭვში, ტვინის პირველ იმპულსებში და აბაზანაშიც კი. 6382510-R3L8T8D-800-16382610-R3L8T8D-800-4a   ერთი სიტყვით, ბაღში ისე, უბრალოდ გასეირნება არ გამოვა, სწორედ ამიტომაც ქვია ფიქრების ბაღი. თუმცა, თუ რებუსების ამოცნობით დაიღლებით, შეგიძლიათ ცოტა ხნით "უაზრობის ფანჩატურს" შეაფაროთ თავი. ეს ბაღი კერძო საკუთრებაა, მაგრამ წელიწადში რამოდენიმე დღე ვიზიტორებისთვისაც იღება და ზოგჯერ თავად ჩარლზი ატარებს ექსკურსიებს.   ბაღს რეალური სარგებელი მოაქვს - შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება ჩარლზის ცოლის - მეგის სახელობის საქველმოქმედო ფონდს. ფონდი ონკოლოგიური პაციენტებს ეხმარება და 1995 წწელს სიმსივნით გარდაცვლილი მეგის უკვდასაყოფადაა შექმნილი.     6382660-R3L8T8D-800-76382710-R3L8T8D-800-4   6383610-R3L8T8D-800-106383760-R3L8T8D-800-126383860-R3L8T8D-800-146384110-R3L8T8D-800-111 ეს დნმ-ს ბაღი და ადამიანის შეგრძნებათა ორგანოებია. 6390360-R3L8T8D-800-11236395360-R3L8T8D-800-113 ბაღის ცენტრი სპირალის სკულპტურაა, ხოლო ყველა ბილიკი მისკენ მიდის. ოღონდ იმისათვის, რომ ამ სპირალთან მოხვდე, ანუ სამყარო შეიმეცნო, ცოტა უნდა გაისარჯო. ანუ იფიქრო. 6396260-R3L8T8D-800-111122
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %