ეფტელინგი - პარკი სადაც ზღაპრები ცოცხლდებიან

[su_youtube url="https://youtu.be/pNafai5HB1E"] ნიდერლანდების სამეფოში  უნიკალური თემატური პარკი მდებარეობს - ეფტელინგი  - ზღაპრული ატმოსფეროთი და მომაჯადოვებელი ატრაქციონებით, რაც მას ოჯახური დასვენების იდეალურ ადგილად აქცევს.321444,xcitefun-efteling-theme-park-12 1952 წლის 31 მაისს ეფტელინგის პარკი ოფიციალურად გაიხსნა. ეფტელინგის თემატური პარკი 72 ჰექტარზეა გადაჭიმული (პარკინგის ადგილის ჩათვლით). გახსნისას, ორიგინალური პარკი  მოიცავდა ზღაპრულ ტყეს 10 ატრაქციონით, სათამაშო მოედანს, რამოდენიმე ხელოვნურ ტბას, ჩაის სახლს, საჩუქრების მაღაზას, ოთხ ჩოგბურთის მოედანს, აუზს და ერთ ჰექტარ პარკს. ატრაქციონებში შედიოდა გნომების სოფელი, ჩინური ბულბულის ატრაქციონი, ცელქი პრინცესა, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, პრინცი რომელიც ბაყაყად გადაიქცა, ჯადოსნური საათი და ა.შ. 321449,xcitefun-efteling-theme-park-5 თავდაპირველად ძველი ევროპული ზღაპრების მოტივებზე დაარსებული პარკი წლების განმავლობაში სრულყოფილ გასართობ პარკად გადაიქცა მთელი ოჯახისთვის, ამერიკული მთებით და უამრავი ქვეგანყოფილებით. თავდაპირველ გმირებს ახლები დაემატა და ამჟამად ჯადოსნურ ტყეში 26 პერსონაჟი ცხოვრობს პატარა ვიზიტორების გულის გასახარად. აქ შეგიძლიათ ნახოთ სახლი, სადაც კონკია თავის დედინაცვალთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა. აქვე ცხოვრობს რაპუნცელი, წითელქუდა, მძინარე მზეთუნახავი, ჰენზელი და გრეტელი... 7009660-R3L8T8D-650-Efteling_vl_hollander ზღაპრული სამყაროთია ინსპირირებული ატრაქციონების უმეტესობაც.  პარკი წელიწადში 365 დღე მუშაობს. მათ ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს ან არდადეგების მოწყობა უნდა, შეუძლია ღამე სასტუმროში ან სოფელში გაათიოს. სოფელიც და სასტუმროც პარკიდან ფეხით სავალ მანძილზეა, ნომრები თანამედროვედან ზღაპრულად გაფორმებულამდე მერყეობს, ხოლო სამ წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.   draak_efteling   eftelinggdflying_dutchman_ride_efteling_themepark_carousel_block დღეს  ეფტელინგის ჯადოსნური სამყარო ეფტელინგის თემატურ პარკს, სასტუმროს, გოლფის მოედანს, ივენთ-ჰოლს, თეატრს, რადიოს და ეფტელინგის სოფელს   Bosrijk-ს მოიცავს, რომელიც 2009 წელს გაიხსნა. ეფტელინგი ამაყობს ბუნებისადმი ფრთხილი მიდგომით. მათ მიერ გამოყენებული რესურსები მაქსიმალურად ეკოლოგიურია. გარდა ამისა, პარკის დაგეგმარებისას მაქსიმალურად ნარჩუნდება ადგილობრივი ფლორა და ფაუნა.   7009860-R3L8T8D-650-maxresdefault7010360-R3L8T8D-650-p1000289     7010460-R3L8T8D-650-8575ეფტელინგი ზამთარშიც აგრძელებს ფუნქციონირებას. ზღაპრული მოციმციმე განათებიბი, მოედნებზე დანთებული მხიარულად მოგიზგიზე კოცონები, საციგურაო მოედნები და ცხელი შოკოლადი ზამთრის არდადეგების განუყოფელი ნაწილია. EftelingEfteling0-657x360efteling_2_047   Efteling_Spookslot_hoofdshow   magical_kids_holiday_927585   misha_efteling05
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %