აზიის ეგზოტიკური კურორტები - ნაწილი 3

თუ სილამაზის, სიახლის და ახალი შეგრძნებების მოყვარული ხართ, მაშინ წარმოგიდგენთ აზიაში მდებარე კურორტებს და სასტუმროებს, რომლებიც წარუშლელ შთაბეჭდილებებს და მოგონებებს მქნიან.

Sofitel so Bangkok

Sofitel so Bangkok

Sofitel so Bangkok-ს სასტუმროების დიზაინი და არქიტექტურა ახალ დონეზე აყავს. სასტუმროს დიზაინზე ტაილანდელი და უცხოელი დიზაინერები და მხატვრები მუშაობდნენ. სასტუმრო ურბანული, მდიდრული და  დახვეწილი სტილისაა. პერსონალის უნიფორმა, ფრანგმა მოდის გურუმ კრისტიან ლაკრუამ შექმნა. რატომ უნდა ესტუმროთ Sofitel so Bangkok-ს ?

Sofitel so Bangkok

ყოველი დღე ახალ ოთახში - ოთახების კონცეფცია და დიზაინი ბუნების 4 განსხვავებულ ელემენტს ეფუძნება: მეტალი, ხე, მიწა, წყალი. ელემენტების კონცეფცია უნიკალურია და სხვადასხვა დიზაინერების მიერაა შექმნილი. სურვილისამებრ სტუმრებს შეუძლიათ ოთახების შეცვლა და სხვა ელემენტის არჩევა ყოველ ღამე.

Sofitel so Bangkok

აუზი - სასტუმროში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუზი ბანკოკში, რომელიც ცნობილია ხედით და აქტიური წვეულებებით.

Sofitel so Bangkok

So Spa - ფანტასტიკური ხის ოაზისი, სადაც სტუმრები რეალურად განიტვირთებიან. ძირითადი მოვლის საშუალებებია: ზეთოვანი მასაჟი, ტანის სკრაბი, საუნის და ორთქლის აბაზანები. იქვეა „ძილის ოთახი“, ადრე მოსული სტუმრებისთვის, რომლებსაც  მასაჟამდე დასვენება და განტვირთვა სურთ.

Sofitel so Bangkok

კრისტიან ლაკრუას დიზაინით შექმნილი Executive Lounge

კრისტიან ლაკრუას დიზაინით შექმნილი Executive Lounge - ში ერთმანეთს ერწყმის ტაილანდური ელემენტები და პარიზული შიკი.  ის 25-ე სართულზეა განლაგებული.  აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ტრადიციული სამზარეულოთი როგორც შენობაში, ასევე კერძო აივანზე.

Sofitel so Bangkok

Choco Lab

Choco Lab-ი პირველ სართულზე განლაგებული შოკოლადის ლაბორატორიაა, სადაც შოკოლადის ოსტატები, დელიკატესებს ამზადებენ. სურვილის ქონის შემთხვევაში სტუმრებს  შეუძლიათ  დაჯავშნონ ადგილი ლაბორატორიაში და მონაწილეობა მიიღონ მზადების პროცესში. Sofitel so Bangkok

ცნობილი მზარეულების რესტორნები

სასტუმროში განლაგებულია ცნობილი შეფ-მზარეულების რესტორნები, რომლებიც გემრიელი კერძებით, ლამაზი და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევიან.

Sofitel so Bangkok

Sofitel so Bangkok

 

Hanging gardens of bali 

Hanging gardens of bali 

Hanging gardens of bali ( ბალის დაკიდებული ბაღები)-ის  მშენებლობის თავდაპირველი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ ბალინეზიურ ჯუნგლებში აშენებულიყო მაგიური კურორტი, რომელიც სტუმრებს შთამბეჭდავ და ტროპიკულ  გამოცდილებას შესთავაზებდა.

ბალის დაკიდებული ბაღები, შუაგლ ჯუნგლებში მდებარეობს და  მდ. აიუნგს და Dalem Segara ტაძარს  გადაჰყურებს. კურორტი მოიცავს 44 ვილას, რომლებსაც საკუთარი აუზი აქვთ,  სპა-ცენტრს და რესტორანს. აქ ბევრ განსხვავებულ გამოცდილებას მიიღებთ.

თითოეული ვილა  ტრადიციული Alang Alang-ითაა გადახურული და ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში იმყოფება. ბაღში შეგიძლიათ იხილოთ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა, ისეთი როგორიცაა კაკაოს, ყავის, ბამბუკის ხეები და ოქრიდეები, რომლებიც ერთიანობაში ტროპიკულ სამოთხეს ქმნიან. 

Hanging gardens of bali 

კურორტის სპა ცენტრი აერთიანებს ბუნებრივ, ადგილობრივ ინგრედიენტებს, ძველი ტექნოლოგიების მიხედვით შემუშავებულ კოსმეტიკურ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს და იოგას.

Hanging gardens of bali 

სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი სუნელებით და მწვანილებით დამზადებული, დახვეწილი აზიური, ხმელთაშუაზღვის, და ფრანგული კერძები.

Hanging gardens of bali 

საცურაო აუზი ტროპიკულ ტყეს გადაჰყურებს და ხეებზე ტივტივის შეგრძნებას ქმნის. Conde Nast Traveller-მა ის მსოფლის საუკეთსო აუზად დაასახელა.

სასტუმრო განსხვავებულ სერვისებსაც გთავაზობთ

ვახშამი აუზზე 

ვახშამი აუზზე  ეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გამოცდილება რომანტიკის მოყვარულთათვის. ის ღამის ცის ქვეშ იმართება. ფრანგიპანის სანთლებით გაწყობილი სივრცე, ხედი ჯუნგლებში არსებულ ადგილობრივ უძველეს ტაძარზე და განუმეორებელი გემოს მქონე კერძები წარუშლელ დავიწყარ გამოცდილებას ქმნის.

Hanging gardens of bali 

სპა მდინარესთან

სასტუმრო გთავაზობთ უგუნდის ჯუნგლების გულში, მდ. აიუნგთან განთავსებულ გამაჯანსაღებელ, უნიკალურ, მდირულ სპა-ცენტრს.

Hanging gardens of bali 

შუადღის ჩაი ჯუნგლების შუაგულში

ისიამოვნეთ ჩაის ტრადიციული ცერემონიით ველური ჯუნგლების შუაგულში. ჩაის ცერემონია მოიცავს ტრადიციულ ბალის ნამცხვარს, ისეთს როგორიცაა Pandan Roll-ი და ინგლისურ დელიკატესებს ისეთს როგორიცაა Chocolate Eclar, Brownies და სხვა.

Hanging gardens of bali 

იოგა განცალკევებულ ადგილას ჯუნგლებში

გამოსცადეთ, იოგის უძველესი ხელოვნება და შეისწავლეთ ახალი ტექნიკები, რომლებიც თქვენს გონებას და სხეულს გააძლიერებს და გააფართვებს თქვენს ცნობიერებას, შუაგულ ჯუნგლებში.

 

COMO COCOA ISLANDS, MALDIVES

COMO COCOA ISLANDS, MALDIVES

COMO Cocoa არის კერძო კუნძული მალდივებზე, თეთრი ქვიშით, ზურმუხტისფერი ზღვით, კომფორტული აპარტამენტებით. ის 33 აპარტამენტისგან შედგება, საიდანაც პირდაპირ შეგიძლიათ ზურმუხტისფერ ლაგუნაში ჩახვიდეთ და წყალქვეშა რიფი დაათვალიეროთ. კუნძული გთავაზობთ კომპლექსურ გამაჯანსაღებელ პროცედურებს, სამხრეთ ინდურ სამზარეულოს და დაივინგს.

COMO COCOA ISLANDS, MALDIVES

 

სამზარეულო

COMO Cocoa  გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთსო სამზარეულოს მალდივებზე. მენიუ შედგება, თანამედროვე, მსუბუქი სამხრეთ ინდური კერძებისგან, ტრადიციული აზიური სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციებისგან, ხმელთაშუა ზღვის კერძებისა და  ისეთი ტრადიციული კერძებისგან, როგორიცაა პასტა და სალათები.

COMO COCOA ISLANDS, MALDIVES

სპა

აღმოაჩინეთ მალდივების ჰარმონიული სული  COMO Shambhala Retreat-ში, სრულფასოვანი, აზიური, სამკურნალო  და გამაჯანსაღბელი კურსით, რომელიც კვებას, ვარჯიშს,  მასაჟს, იოგას, ტანის და სახის მოვლის პროცედურებს მოიცავს.

COMO COCOA ISLANDS, MALDIVES

ივენთები

COMO Cocoa ასევე გთავაზობთ ივენთების დაგეგმვას და ჩატარებას. ყველა ივენთს ინდივიდუალურად ამზადებენ სტუმრის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. სპეციალური ადგილი,  სადაც მეგობრები და ოჯახი ერთიანდება და მოგონებები იმქნება.

COMO COCOA ISLANDS, MALDIVES

წინა სტატიები იხილეთ აქ : 

აზიის ეგზოტიკური კურორტები

აზიის ეგზოტიკური კურორტები. ნაწილი 2

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %