Tomorrowland - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

Tomorrowland-ი ყველაზე დიდი ელექტრონული ფესტივალია, რომელიც  ყოველწლიურად ტარდება ბუმში, ბელგიაში. ფესტივალი 20-29 ივლისის შუალედში ტარდება.

2018 წლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ : Armin van Buuren, Carl Cox, Hardwell, Solomun, Alesso, Charlotte de Witte  და სხვა.

 

ფესტივალზე დაშვების მინიმალური ასაკია 18 წელი. თუ პიროვნება 2000 წელსაა დაბადებული და 18 წელი მხოლოდ ფესტივალის შემდეგ შეუსრულდება, ის მაინც დაიშვება ფესტივალზე.

ფესტივალზე დაიშვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ თქვენს სახელზე რეგისტრირებული Tomorrowland-ის სამაჯური.

პარასკევს და შაბათს შესვლა შესაძლებელია 22:00 სთ-მდე, კვირას კი მხოლოდ 21:00-მდე.

თუ ფესტივალის ტერიტორიიდან გახვალთ, ხელახლა შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომდევნო დღეს ახალი ბილეთით.

 

რეგულაცია

ფესტივალის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ცხოველები, საკვები, სასმელი, სპრეი, ქილები, ნარკოტიკები (ექიმის შენიშვნის გარდა), იარაღი, პლასტიკური ბოთლები, შუშა და ნებისმიერი რამ რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ტრანსპორტირება

თბილისიდან ბუმისკენ პირდაპირი რეისი არ არსებობს, რის გამოც ჯერ ბრიუსელში უნდა ჩაფრინდეთ.

თუ  რკინიგზით გსურთ მგზავრობა, გზა ბრიუსელიდან ბუმისკენ შეგიძლიათ დაგეგმოთ აქ , თუ ავტობუსით ესტუმრეთ დაგეგმეთ აქ . თუ საკუთარი მანქანით ბრძანდებით GPS-ით მარტივად მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე, შეგიძლიათ ფესტივალის პარკინგი გამოიყენოთ ან წინასწარ დაიზღვიოთ თავი და პარკინგის ვაუჩერი შეიძინოთ.

DreamVille

DreamVille არის პატარა ქალაქი,  სადაც შეგიძლიათ  იცხოვროთ ფესტივალის განმავლობაში (კვება და საცხოვრებელი ადგილი) .

ბილეთები

ბილეთების შესაძენად უნდა შექმნათ Tomorrowland-ის Account-ი და საბანკო ბარათით გადაიხადოთ ბილეთის ღირებულება. ყიდვის შემდგომ მიიღებთ დასტურის შეტყობინებას თქვენს მეილზე. მეილში მითითებული იქნება სპეციალური ნომერი და შიფინგის მისამართი. შეინახეთ მეილი ფესტივალის დასრულებამდე. აუცილებელია შეძენილი ბილეთების პერსონალიზაცია. პერსონალიზაციისთვის გადადით აქ .  ივლისის დასაწყისში მყიდველი სამაჯურს ყიდვისას მითითებულ შიფინგის მისამართზე მიიღბს.

Tomorrowland-ის ვებ-გვერდი: https://www.tomorrowland.com/en/festival/welcome

Tomorrowland-ის Account-ი  შეგიძლიათ შექმნათ აქ: https://my.tomorrowland.com/

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %