ეგვიპტის ღირსშესანიშნაობები

ეგვიპტეში ნამდვილად არ მოიწყენთ, მოინახულეთ გასაოცარი ღირსშესანიშნაობები, ისიამოვნეთ ადგილობრივი კულტურით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარე ადგილობრივი მოსახლეობით. წარმოგიდგენთ ადგილებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ ეგვიპტის ვიზიტისას.

გიზას პირამიდებიდა სფინქსი

ძველი მსოფლიოს 7 საოცრების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია პირამიდებია. გიზას პირამიდები მათი ფორმით, ზომით, საინჟინრო ტექნიკით აოცებენ მეცნიერებს. ყველაზე მაღალი ხეოფსის პირამიდა იყო, ის ძვ.წ.აღ XXVI საუკუნეში ააგეს, მისი სიმაღლე 147 მეტრს, გვერდის სიგრძე 230 მეტრს შეადგენს.

სფინქსი 20 მეტრი სიმაღლის და 60 მეტრი სიგრძის ძეგლია, ლომის ტანით და ადამიანის თავით. ის ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და ძლიერების სიმბოლო იყო.

egypt, pyramids, sphinxes, ეგვიპტე, პირამიდა, სფინქსი,

egypt, pyramids, sphinxes, ეგვიპტე, პირამიდა, სფინქსი,

აბუ-სიმბალი

აბუ-სიმბალი, ასევე აბუ-სიმბელი, ორი, კლდეში ნაკვეთი ძველეგვიპტური ტაძრისგან შედგება, რაც უნიკალური არქიტექტურული შემთხვევაა. ის 32 საუკუნის წინ აშენდა, მათგან 20 საუკუნე ქვიშაში იყო ჩაფლული. აბუ-სიმბელი მე-19 საუკუნეში ხელმეორედ აღმოაჩინა შვეიცარიელმა მოგზაურმა იოჰან ბორჰარდტმა.

აბუ-სიმბელი დიდი და პატარა ტაძრებისგან შედგება. დიდი ტაძარის შესასვლელში, 4 უზარმაზარი ფარაონის ქანდაკება კლდეშია გამოკვეთილი. პატარა ტაძარი კი, დედოფალ ნეფერტიტის მიეძღვნა.

egypt, pyramids, sphinxes, abu simbel, ეგვიპტე, პირამიდა, სფინქსი,აბუ სიმბელი

egypt, pyramids, sphinxes, abu simbel, ეგვიპტე, პირამიდა, სფინქსი,აბუ სიმბელი

კაირო

კაირო ეგვიპტის დედაქალაქია, 15 მილიონიანი მოსახლეობით, რიგით მე-16 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მეტროპოლია.

კაიროში აუცილებლად უნდა ესტუმროთ კაიროს ეგვიპტის მუზეუმს, სადაც ეგვიპტის ისტორიულ არტეფაკტებს იხილავთ. აუცილებლად მოინახულეთ უნესკოს სიაში შესული ელ-მოაზის ქუჩას, ამ ქუჩაზე მდებარეობს ალ ჰაქიმის მუზეუმიც. კაიროში ქრისტიანულ უბანსაც შეხვდებით, სადაც ბერძნული ქრისტიანული ეკლესია შეგიძლიათ იხილოთ.

egypt, pyramids, sphinxes, abu simbel, museum, ეგვიპტე, პირამიდა, სფინქსი,აბუ სიმბელი, ეგვიპტის მუზეუმი,

egypt, pyramids, sphinxes, abu simbel, museum,church in egypt,ეკლესია ეგვიპტეში,  ეგვიპტე, პირამიდა, სფინქსი,აბუ სიმბელი, ეგვიპტის მუზეუმი,

Khan el-Khalili-ი  არის გრძელი ქუჩა, ვიწრო შესახვევებით, რომელიც ნაწილობრივ ლაბირინთს მოგაგონებთ. რეალურად ეს ქუჩა წარმოადგენს ძალიან ძველ და პოპულარულ ბაზარს, რომელიც 1400 წელს დაარსდა.  ბაზარში თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი ოქრო, ვერცხლი, ანტიკური ნივთები, თანამედროვე ტექსტილი, სუნელები და სხვა.

egypt, pyramids, sphinxes, abu simbel, museum,church in egypt,ეკლესია ეგვიპტეში,  ეგვიპტე, პირამიდა, სფინქსი,აბუ სიმბელი, ეგვიპტის მუზეუმი, ბაზარი

Zamalek-ის რაიონი, ნილოსის ერთ-ერთ კუნძულზე, გეზირაზე მდებარეობს. მას ევროპული არქიტექტურა აქვს, ფართო ბულვარებით, ჯაკარანდას ხეებით და Belle Époque-ის სახლებით. ამ ქუჩაზე განლაგებულია ფეშენებელური არტ-ბუტიკები, მდიდრული რესტორნები და გალერეები.

egypt, pyramids, sphinxes, abu simbel, museum,church in egypt, zamaleek, ეკლესია ეგვიპტეში,  ეგვიპტე, პირამიდა, სფინქსი,აბუ სიმბელი, ეგვიპტის მუზეუმი, ,

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %