ტროლსტიგენი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში საავტომობილო გზა

ნორვეგია, გეირანგერ-ტროლსტიგენის ნაციონალური ტურისტული გზატკეცილი -  106-კილომეტრიანი მონაკვეთი ტბა ლანგვატნეტს და რომსდალს შორის. ეს გზა დასავლეთ ნორვეგიის ბუნების ყველაზე ლამაზ ნაწილში მიიკლაკნება, ჩანჩქერების, სუნთქვისშემკვრელი ხედების, ველების, ხეობების, მთების და კლდეების მიღმა. trollstigen2   trolls-stairway-norway_60031_990x742   N1-1500x580 10%-იანი დახრილობის და 11 სერპანტინის გამო ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზადაა აღიარებული. გზა შემოდგომაზე და ზამთარში იკეტება, ხოლო ტურისტული სეზონი აქ მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდეა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს. მას შემდეგ, რაც 1936 წლის 31 ივლისს გზა გაიხსნა, ტურისტების ნაკადი არ წყდება და ტურისტული სეზონის დროს აქ დღეში 2500 ავტომობილი გადაადგილდება. გზა ვიწროა და ბევრი მკვეთრი მოსახვევი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გააფართოვეს, 12.4 მეტრზე გრძელ მანქანას გავლა აკრძალული აქვს. trollstigen-skywalk   trollstigen-roadnorway-5472e606707a0 გზადაგზა ექვსი პანორამული ხედი გელოდებათ, მათ შორისაა: ორნესვინგენი (Ørnesvingen), საიდანაც პანორამული ხედი იშლება გეირანგერფიორდზე (ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიორდი). Ørnesvingen გუდბრანსიუვეტი (Gudbrandsjuvet), სადაც დაგვხვდებათ პანორამული გადასახედი, პარკინგი, საკვები დაწესებულებები Gudbrandsjuvet Trollstigplatået-ი, ყველაზე შთამბეჭდავი პანორამული მოედანი მთელი გზის განმავლობაში. TrollstigplatåetTrollstigen_viewpoint
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %