ინდოეთის მიწისქვეშა ჭები - დაკარგული საგანძური

ინდოეთის ტერიტორიაზე ნელ-ნელა ნადგურდება უამრავი არქიტექტურული შედევრი. უმეტესობა მათგანზე არავის არაფერი სმენია. ეს ნაგებობები არნახული სილამაზის მიწისქვეშა ჭებია, რომელთა უმეტესობა სიღრმეში 8 და მეტ სართულს ითვლის. დაახლოებით 30 წლის წინ ჟურნალისტი ვიქტორია ლაუტმანი პირველად ჩავიდა ინდოეთში და სწორედ მაშინ აღმოაჩინა ეს შედევრები. ჭები მშრალ, გვალვიან რეგიონებშია აშენებული და გრუნტის წყლების შესაგროვებლად გამოიყენებოდა. ჟურნალისტი ოთხი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ინდოეთში და ქვისგან ნაგებ, მიწაში ჩამალულ ჭებს ეძებდა, რათა მათი სილამაზე მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა.
1650760-R3L8T8D-1000-stepwell-5
1650810-R3L8T8D-1000-stepwell-9
1650860-R3L8T8D-1000-stepwell-3
ჭების შენება ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე-მეოთხე საუკუნეებში ხდებოდა და მათი რაოდენობა ათასებს ითვლიდა. თავდაპირველი მარტივი კონსტრუქციები ნელ-ნელა განვითარდა და საბოლოოდ ულამაზეს და ურთულეს არქიტექტურულ ქმნილებებად იქცა. ჭები მარადიული სიცოცხლის სიმბოლო გახდა და მის აშენებაში უამრავ მდიდარ ადამიანს მიუძღვის წვლილი, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ.
1650910-R3L8T8D-1000-stepwell-6
1650960-R3L8T8D-1000-stepwell-2
კონსტრუქციის საფუძველი მიწაში ამოჭრული ღრმა ცილინდრული ორმოა, რომელიც ქვითაა მოპირკეთებული. იმისათვის, რომ სიღრმეში უსაფრთხოდ და მოსახერხებლად ჩაეღწიათ, კიბეებს აგებდნენ, კიდეებზე ღარებით, სადაც წყალი მოედინებოდა. წვიმების სეზონში ამ ღარების დახმარებით წვიმის წყალიც გროვდებოდა და ჭა წყლის დიდ ავზად იქცეოდა. წყალი ზოგჯერ მთლიანად ავსებდა სივრცეს. გვალვის სეზონზე კი ნელ-ნელა ცოტავდებოდა და ადამიანებს წყლის მოსაპოვებლად რამოდენიმე სართულის ჩავლა უწევდათ.  წყლის შეგროვება-მოპოვების ეს სისტემები ათასობით წლის მანძილზე გამოიყენებოდა.
1650960-R3L8T8D-1000-stepwell-2დ
1651010-R3L8T8D-1000-stepwell-1
1651110-R3L8T8D-1000-stepwell-extra-1
1651260-R3L8T8D-1000-stepwell-4
1651310-R3L8T8D-1000-stepwell-8
დღეს მათი უმეტესობა დამშრალია და ნელ-ნელა ინგრევა - გრუნტის წყლების არაკონტროლირებადმა გამოყენებამ ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანა.  ისინი, რომლებიც ტურისტული მარშუტების ახლოსაა, შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან მეტ-ნაკლებად უვლიან. ხოლო უმეტესობა უკვე საბოლოოდ დაინგრა და რუკებიდანაც გაქრა. ვიქტორია ლაუტმანის დაუღალავი შრომის შედეგად ინდოეთში სულ 120 მათგანია აღმოჩენილი.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %