5 ადგილი სიცილიაზე, რომელსაც მოგზაურობისას უნდა ეწვიოთ

სიცილია ყოველწლიურად უამრავ სტუმარს იზიდავს თავისი ლამაზი სანაპიროებით, ისტორიით, კულტურით და სამზარეულოთი. დღეს წარმოგიდგენთ 5 ადგილს, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ სიცილიაზე მოგზაურობისას.

დიონისეს გამოქვაბული

დიონისეს ყური - არის ხელოვნური გამოქვაბული ქალაქ Syracuse -ში. გამოქვაბული ისეა აგებული, რომ ძალიან ხმადაბალი ჩურჩულიც კი ხმამაღლა ისმის. ლეგენდის თანახმად ეს გამოქვაბული, ტირანმა მმართველმა დიონისე I სირაკუსმა კლდეში გამოაკვეთინა, რათა შიგნით პატიმრები დაემწყვდია. გამოქვაბული ისე ააგეს, რომ დიონისეს მარტივად შეძლებოდა პატიმრების ჩურჩულის მოსმენაც კი.

დიონისეს გამოქვაბული, საბერძნეთი, greece,dionise cave

მიიღეთ მზის აბაზანა Scala dei Turch-ზე

Scala dei Turch-ი  ცის  პატარა, თეთრი, მბზინავი  ნაგლეჯია სიცილიის სანაპიროზე. Scala dei Turch სიტყვა სიტყვით თურქების კიბეებს ნიშნავს, ეს სახელი თურქი მეკობრეების გამო ეწოდა, რომლებიც ამ ადგილას დასახლდნენ.  Scala dei Turch საუკეთესო ადგილია მზის აბაზანების მისაღებად და რელაქსაციისათვის.

Scala dei Turch

იცურავეთ Gole Ankantara-ს კანიონში

Gole Ankantara  არის ბოტანიკური და გეოლოგიური ბაღი სიცილიაში. ადგილობრივები და ტურისტები ხშირად სტუმრობენ მას ზაფხულობით, როგორც გადატვირთული სანაპიროს ალტერნატივას. პარკის კანიონები და კლდოვანი წარმონაქმნები მართლაც რომ თვალწარმტაცია, მაგრამ ფრთხილად იყავით წყალი ყინულივით ცივია ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი. წყლის სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ ჯგუფური ჯომარდობის ტურით ისიამოვნონ, პარკს ასევე აქვს რესტორანი და პიცერია.

 Gole Ankantara

დაეშვით თხილამურებით მოქმედ ვულკანზე

დაეშვებოდით თხილამურებით მოქმედ ვულკანზე? ეტნას მთა არ გავს იტალიის სხვა მდიდრულ სათხილამურო კურორტებს, სამაგიეროდ აქვს არაჩვეულებრივი სათხილამურო ბილიკები და მისი მწვერვალიდან განუმეორებელი ხედი იშლება.

ეტნა, etna, italy

ეწვიეთ მარიონეტების თეატრს

აუცილებლად ეწვიეთ მარიონეტების თეატრს, რომელიც ასევე opera dei pupi -ს სახელითაა ცნობილი. თეატრში ძირითადად ფრანკულ პოემებს აცოცხლებენ, ისეთებს როგორიცაა Song of Roland, სცენისთვის კი ხისგან დამზადებულ მარიონეტებს იყენებენ.

 opera dei pupi, მარიონეტების თეატრი

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %