განახლებული ტურისტული ლოკაციები თერჯოლის რაიონში

თერჯოლის რაიონი ტურისტულ სეზონს განახლებული ლოკაციებით და ინფრასტრუქტურით ხვდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რაიონისთვის ნავენახევის მღვიმის განახლებაა. მღვიმე ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნება.

ნავენახევირაიონის ტერიტორიაზე ტურისტებს რამდენიმე საოჯახო მარანიც უმასპინძლებს. ერთ-ერთი მათგანი, "ნიკოლაძეების მარანი" სწორედ ნავენახევისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ნახშირღელეში, ავტობანიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. მარანში ტურისტებს ქვევრის ღვინოების - ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის და ძელშავის დეგუსტაცია შეეძლებათ.

ნიკოლაძეების მარანიმიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებს ასევე შეუძლიათ დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი მოინახულონ, რომელიც სოფელ ზედა სიმონეთში მდებარეობს და იმერული ოდის კარგი ნიმუშია. მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

ქართველი მწერლისა და დრამატურგის, დავით კლდიაშვილისა და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.

დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმი

თერჯოლის რაიონში კიდევ ერთი გამორჩეული ტურისტული ლოკაცია "ქადაგიძის რაფია". ჩანჩქერი სოფელ საზანოში, მდინარე ძუსაზე მდებარეობს. გარდა იმისა, რომ ზაფხულზე ულამაზესი ჩანჩქერი უამრავ სტუმარს იზიდავს, მისი მიმდებარე ტერიტორია სხვა მხრივაც საინტერესოა. აქ აღმოჩენილი პრეისტორიული ნაკვალევის შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ.

ქადაგიძის რაფი

ქადაგიძის რაფი

კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი, რომელიც სრულად განახლდა სოფელ ძევრში მდებარე რესტორნისა და სასტუმროს კომპლექსი "ძერულია". სასტუმროს ნაწილი 6 ნომერს მოიცავს და 12 პერსონაზეა გათვლილი. კომპლექსს გააჩნია საკონფერენციო დარბაზიც, სადაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გამართვაა შესაძლებელი.

სასტუმრო და რესტორანი ძერული

სასტუმრო ძერული

რესტორანი ძერული

ძერული

სასტუმრო-რესტორანი ძერული

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %