შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

საქართველოში კიდევ ერთი უნიკალური ადგილი „შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი“ გაიხსნა, იგი ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემდეგ ყველაზე მონახულებადი ადგილი გახდა და უამრავი ადამიანის მოწონებაც დაიმსახურა. ამ ეტაპისათვის პარკში შესვლა უფასოა, ეს კიდევ უფრო მეტ დამთვალიერებელს იზიდავს, პარკის მონახულებას შეძლებთ ყოველ დღე ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა.

ბაღი 2020 წლის 15 ივლისს გაიხსნა და 60 ჰექტარს მოიცავს, იგი მსოფლიოსა და საქართველოს ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს, გარდა ამისა თქვენ აქ შეძლებთ მოინახულოთ მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ჩამოყვანილი 58 სახეობის ფრინველი, რომელთა უმრავლესობაც წითელ ნუსხაშია შეტანილი, მათ შორისაა ულამაზესი ფლამინგოებიც.

პარკის დათვალიერებისას თქვენ შეძლებთ განიტვირთოთ და დატკბეთ ბუნების საოცარი და შთამბეჭდავი სილამაზით, ასევე ფოტოების მოყვარულებს გექნებათ შესაძლებლობა გადაიღოთ საოცარი და სამახსოვრო სურათები.

იქიდან გამომდინარე რომ ბაღი საკმაოდ დიდია და დროს მოითხოვს დათვალიერებისათვის უმჯობესია თუ საღამოს 18:00 - მდე ესტუმრებით, რადგან 19:00 - ზე უკვე იკეტება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %