უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

იუსტიციის სამინისტრომ უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შექმნა 
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა. აპლიკაციის პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამართა. პრეზენტაციის შემდეგ აპლიკაცია მართვაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. 
აპლიკაცია აქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება, ჩაინიშნონ შენგენის/ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა. 
მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ სწორად დათვალოს 180-დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღე, რათა უნებურად არ დაარღვიოს უვიზო მიმოსვლის წესები. 
აპლიკაცია მარტივია და მოქალაქეებს აძლევს საშუალებას:
• შეინახონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორია (მათ შორის, ქვეყნების მითითებით);
• გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა; 
• სოციალურ ქსელებში გააზიარონ კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია. 
აპლიკაციას აქვს სამენოვანი ინტერფეისი: ქართული, ინგლისური და რუსული. 
აპლიკაცია დამხმარე ხასიათისაა და ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას. „Schengen/EU APP“-ს, ცხადია, არ გააჩნია რაიმე იურიდიული ძალა. აპლიკაცია სრულად შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე.
„Schengen/EU App“ შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით. მოგზაურობის დღეების გამომთვლელი აპლიკაციის წარდგენის შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან შენგენის ზონაში მოგზაურობის დღეების გამომთვლელი აპლიკაცია „Schengen/EU App“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა, რის შემდგომაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს აპლიკაციის მართვასა და მხარდაჭერას.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %