მსოფლიოს 25 ქალაქი, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება ფოტოობიექტივში. ნაწილი II

ქალაქები, სადაც არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ უკვე ბევრჯერ ვიმოგზაურეთ... ეს ის ქალაქებია, რომლებსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ და შესაბამისად, იღებენ ტურისტები...

 

10. მილანი, იტალია

 

2599010-R3L8T8D-1000-milano

2619310-R3L8T8D-1000-collage000005

 

მილანი ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, რომელიც მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე. ამ ქალაქშია მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი „გალერია ვიტორიო ემანუელე“ პიაცა დუომოზე. ქალაქი ცნობილია მოდის წამყვანი ბრენდების მაღაზiებით,ხოლო აქაურ ქუჩის მოდაზე ლეგენდები დადის.

 

11. სიეტლი, აშშ

 

2600960-R3L8T8D-1000-s2601010-R3L8T8D-1000-collage11

სიეტლი აშშ-ს მსხვილი საპორტო ქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქია ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. სიეტლის ადგილას პირველი დასახლება 1851 წლის 13 ნოემბერს დაარსდა არტურ დენის ჯგუფის მიერ და ნიუ-იორკ ალკი ერქვა. ჩინუკის დიალექტიდან ეს ითარგმნება როგორც "ახალი ნიუ-იორკი". სიეტლი ამერიკის ყავის კულტურის მთავარი ცენტრია, სწორედ აქ დაარსდა და გაიხსნა აშშ-ს წამყვანი ყავის მაღაზები და ბრენდები.

 

12. მოსკოვი, რუსეთი

 

2602360-R3L8T8D-1000-moscow2602460-R3L8T8D-1000-collage12

რუსეთის დედაქალაქი, მიუხედავად მისი სიძვირისა, ძალიან ხშირად ხვდება ფოტოობიექტივში. ყველაზე პოპულარული გადასაღები ადგილი კი კრემლის და მისი მოედანია.

 

13. ვესტმანნაეიარი, ისლანდია

 

2603160-R3L8T8D-1000-ire2602960-R3L8T8D-1000-collage13

 

ისლანდიის სამხრეთში, ვესტმანნაეიარის არქიპელაგზე, ამავე დასახლების ქალაქი მდებარეობს. აქ მოსახვედრად ან საჰაერო ტრანსპორტი უნდა გამოიყენო, ან ბორანით იმოგზაურო. ძალიან ძლიერია ვულკანური აქტივობა. არქიპელაგი ერთი დიდი და 13 პატარა კუნძულისგან შედგება.

 

14. სტამბოლი, თურქეთი

 

2604060-R3L8T8D-1000-istambul2620160-R3L8T8D-1000-collage000006

 

სტამბოლი თურქეთის უდიდესი ქალაქია, რომელიც ბოსფორის სრუტის ბუნებრივ ნავსაყუდელთან, „ოქროს რქა სთან" მდებარეობს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ოფიციალურად მდებარეობს ევროპასა და აზიაში, თუმცა, როგორც წესი, ევროპულ ქალაქად მოიხსენიება. სტამბულში მოხვედრისას არ დაგავიწყდეთ ტქსიმზე და ისტიკლარზე გასეირნება.

 

15. ტოკიო, იაპონია

 

2611660-R3L8T8D-1000-tttt2611710-R3L8T8D-1000-collage15

 

იაპონიის დედაქალაქი - ტოკიო, უზარმაზარი მეგაპოლისია, რომელსაც არასოდეს სძინავს. 37-მილიონიანი ქალაქის ცხოვრების ტემპი, ინფრასტრუქტურა, ცათამბჯენები და უალამაზესი პარკები არვის ტოვებს გულგრილს.

 

16. ამსტერდამი, ნიდერლანდები

 

2611860-R3L8T8D-1000-amst2611960-R3L8T8D-1000-collage16

 

არხების, ხიდების, ტიტების და ულამაზესი ვიწრო სახლების ქალაქი წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენიერია. ქალაქი მე-12-ე საუკუნეში დაარსდა და თავდაპირველად მეთევზეთა პატარა სოფელი იყო. შენობების უმეტესობა მეჩვიდმეტე საუკუნეშია აშენებული. აქვეა წყალზე მოტივტივე სახლები, სადაც დღემდე ათასობით ადამიანი ცხოვრობს. ამ სახლებს აქვთ მისამართი და საფოსტო ყუთებიც კი. აქ მოგზაურობისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო გაზაფხულია.

 

17. ვენეცია, იტალია

 

2612060-R3L8T8D-1000-venice2612110-R3L8T8D-1000-collage17

 

მეცნიერების აზრით, ქალაქი ახ. წ. V—VII საუკუნეებში წარმოიშვა; მაშინ ჩრდილოეთიდან მოსულმა ბარბაროსებმა გადაწვეს და გაძარცვეს კონტინენტის ქალაქები. მძარცველების მოსვლამდე ხალხი გაიქცა და მრავალმა თავი ამ ძნელად მისადგომ, მაგრამ უსაფრთხო კუნძულებს შეაფარა. 118 კუნძულზე გაშენებული ქალაქი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ  და რომანტიულ ქალაქდ ითვლება. ვენეციური მინის სამკაულები აქ მოხვედრილი ყველა ქალბქტონის შოპინგ-სიაში ხვდება. შეყვარებულები კი მოგზაურობის დაგეგმვისას ძალიან ხშირად ირჩევენ გონდოლების, არხების და რომანტიური ატმოსფეროს მქონე ქალაქს. ნაწილი Iნაწილი III

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %