50
მედუზების ტბა
პალაუ - წყნარ ოკეანეში მდებარე პატარა კუნძულია. კუნძულზე მლაშე ტბაა, სადაც უამრავი ოქროსფერი მედუზა დაცურავს. სხვა მედუზებისგან განსხვავებით, ისინი ადამიანს ვერ "სუსხავენ" და თავისუფლად შეიძლება "ესტუმრო".
ეს ტბა დაახლოებით 12,000 წლისაა და ბოლო გამყინვარების შედეგს წარმოადგენს. დაახლოებით 12.000 წლის წინ ოკენის დონემ იმდენად აიწია, რომ ამ ტბის ღრმულის ავსება დაიწყო. მაგრამ როცა მყინვარების დნობა შენელდა, წყლის დონემ დაიწია და ტბაში არსებული მედუზები და თევზები დანარჩენ სამყაროს გამოეთიშნენ. ამან საშუალება მისცა აქ არსებულ სახეობებს, დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ ევოლუცია. აქაურმა მედუზებმა კი ევოლუციის შედეგად "დასუსხვის" უნარი დაკარგეს. ისინი იმ წყალმცენარეებისთ საზრდოობენ, რომლებიც მათ ტანზე იზრდება . დღეში ორჯერ მედუზების ქარავანი ერთი ნაპირიდან მეორესკენ მიცურავს, რათა საკუთარი წყალმცენარეები "გამოკვებოს".
პალაუზე მრავალი ტურ-ოპერატორია რომლებსაც ტურისტები ტბაზე მიყავთ. ტბაზე მოსახვედრად და მედუზებთან ერთად საცურაოდ სპეციალური საშვია საჭირო. ეს დაახლოებით $35 ღირს და 10 დღის მანძილზე მოქმედებს. ტბაში ყოფნის დრო შეზღუდული არაა და აქ საათობით შეგიძლიათ ყოფნა.
აკვალანგების გამოყენებით ყვინთვა აქ ორი მიზეზის გამოა აკრძალული: წარმოქმნილ ჰაერის ბუშტებს შეუძლიათ მედუზები დააზიანონ და მეორეც, ზედაპირიდან 15 მეტრის სიღრმეში გოგირდწყალბადის მაღალი კონცენტრაციაა, რომელსაც შეუძლია ადამიანს ზიანი მიაყენოს.
მედუზებთან ერთად ცურვა აქაური ტურისტების ყველაზე საყვარელი გასართობი,ა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ტბაზე უამრავი ხალხი დაგხვდებათ.