მსოლიოს 5 საოცრება, რომელიც ახლა უნდა აღმოაჩინოთ
ტალახისგან ნაშენი ციხე-სიმაგრე, ჭა რომელსაც ათასობით საფეხური აქვს... ეს ადგილები ძალიან ცოტა ადამიანს თუ უნახავს, მიუხედვად იმისა, რომ შეიძლება მსოფლიო საოცრებების სტატუსს იმსახურებდნენ
![6878460-1000-1456404251-p02hbs6n](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878460-1000-1456404251-p02hbs6n.jpg)
ჯენეს დიდი მეჩეთი უდიდესი ტალახის აგურით ნაგები შენობაა მსოფლიოში და მრავალ არქიტექტორთა მიერ სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა. მეჩეთი ალიში, ქალაქ ჯენეში მდებარეობს, მდ. ბანის დელტაზე. მის ადგილას პირველი მეჩეთი აიგო მე-13 საუკუნეში, ამჟამინდელი სტრუქტურა კი 1907 წლით თარიღდება. ეს მეჩეთი ამჟამად აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ჯენეს ძველ ქალაქთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. სამწუხაროდ დღეს მეჩეთი ტურისტებისთვის დახურულია.
![6878410-1000-1456404251-p02hbss2](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878410-1000-1456404251-p02hbss2.jpg)
ასეთი ჭების შენება ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე-მეოთხე საუკუნეებში ხდებოდა და მათი რაოდენობა ათასებს ითვლიდა. თავდაპირველი მარტივი კონსტრუქციები ნელ-ნელა განვითარდა და საბოლოოდ ულამაზეს და ურთულეს არქიტექტურულ ქმნილებებად იქცა. ჭები მარადიული სიცოცხლის სიმბოლო გახდა და მის აშენებაში უამრავ მდიდარ ადამიანს მიუძღვის წვლილი, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ.
აქიტექტურულ იკომპლექსი ჩანდ ბაორი პატარა სოფელთან, აბანერისთან მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხურებიანი ჭაა. ჭის სიღრმე 30 მეტრამდე აღწევს და 3500 საფეხურისგან შედგება.
![6878210-1000-1456404251-p02hdkt2](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878210-1000-1456404251-p02hdkt2.jpg)
მეჩეთი ისპაანში მდებარეობს. სეფევიდების ეპოქის ღირსებული წარმომადგენელის მშენებლობა 17 წლის მანძილზე მიმდიანრეობდა (1602-1619 წლებში). მეჩეთის არაჩვეულებრივობა რამოდენიმე მიზეზითაა განპირობებული. მიუხედავად ისლამური არქიტექტურის ძალიან მკაცრი მოთხოვნებისა, მას მას არც ერთი მინარეთი არ აქვს. მეჩეთს ასევე არ აქვს შიდა ეზო. ეს შეიძლება იმითაა განპირობებული, რომ მეჩეთი მხოლოდ შეიხის ჰარამხანის წევრებისთვის იყო განკუთვნილი და სხვას არავის შეეძლო აქ მოხვედრა.
![6878760-1000-1456404251-544b77116737d](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878760-1000-1456404251-544b77116737d.jpg)
დერავარი კვადრატული ფორმის ნაგებობაა, რომელიც 1733 წელს აშენდა. ციხე-სიმაგრე 40 ბასტიონისგან შედგება, რომელიც პაკისტანის უდაბნოს გადაყურებენ. კედლების სიმაღლე ზოგ ადგილას 30 მეტრამდე აღწევს, ხოლო პერიმეტრი 1500 მეტრია. აქ ტურისტები ძალიან იშვიათად ჩადიან და ძალიან ცოტას თუ სმენია ამ ადგილის შესახებ.
1. ჯენეს დიდი მეჩეთი, მალი
![6878460-1000-1456404251-p02hbs6n](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878460-1000-1456404251-p02hbs6n.jpg)
![6877660-1000-1456404251-djenne4](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6877660-1000-1456404251-djenne4.jpg)
2. ჩანდ ბაორი, ინდოეთი
![6878410-1000-1456404251-p02hbss2](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878410-1000-1456404251-p02hbss2.jpg)
![6878710-1000-1456404251-Chand-Baori-1](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878710-1000-1456404251-Chand-Baori-1.jpg)
3. ფორტი კუმბალგარი, ინდოეთი
![6878510-1000-1456404251-KumbhalgarhgreatwallofIndia10](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878510-1000-1456404251-KumbhalgarhgreatwallofIndia10.jpg)
![6878210-1000-1456404251-p02hdkt2](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878210-1000-1456404251-p02hdkt2.jpg)
ფორტი კუმბალგარი უნიკალური კედლითაა შემოსაზღვრული, რომელსაც წარსულში "სიკვდილის მცველს" ეძახდნენ. კედლის სიგრძე 36 კილომეტრია, ხოლო სიგანე ზოგ ადგილას 8 მეტრამდე აღწევს. ის საუკუნეების მანძილზე იცავდა ფორტს მტრებისგან. კედლის აშენებას 100 წელი დაჭირდა. კედელი არც ერთი ომის დროს არ დაცემულა, არ დარღვეულა და არავის დაუნგრევია. რაჯასტანში ტურისტების მოსაზიდად ყოველწლიურად იმართება სამდღიანი ფესტივალი ფორტის ტერიტორიაზე, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, წსხვადასხვა წარმოადგენები და ა.შ.
4. შეიხ ლუტფულას მეჩეთი, ირანი
5. დერავარი, პაკისტანი
![6878760-1000-1456404251-544b77116737d](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6878760-1000-1456404251-544b77116737d.jpg)
![6877860-1000-1456404251-Derawar-Fort-in-Bahawalpur-Pakistan-Samis-Photography](http://blog.turebi.ge/wp-content/uploads/2016/02/6877860-1000-1456404251-Derawar-Fort-in-Bahawalpur-Pakistan-Samis-Photography.jpg)