5 ორიგინალური ქუჩა მთელი მსოფლიოდან

ზოგჯერ ქუჩები იმდენად ლამაზი და ორიგინალურია, რომ ქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ხდება და აქ მოძრავი ტურისტების ნაკადი არ წყდება. ზოგი კი პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და იდუმალია. 1. ლომბარდის ქუჩა lombard-street-008 მსოფლიოს ყველაზე დაკლაკნილ, და ამავდროულად ლამაზ ქუჩად სრულიად სამართლიანადაა მიჩნეული ლომბარდის ქუჩა, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს. ქუჩა ქალაქის ლამის ყველა ტურისტულ მარშუტში შედის და აქ ყოველთვის უამრავი ტურისტი ირევა. აქ 400 მეტრის მანძილზე რვა მკვეთრი მოსახვევია, სადაც ნელ-ნელა დაღოღავენ ავტომობილები. სწორედაც რომ დაღოღავენ, იმიტომ რომ აქ მაქსიმალური დაშვებული სიჩქარე 8 კმ/საათია და საცობები ხშირი მოვლენაა.lombard-street-016მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით ხორციელდება, აკრძალულია პარკირება, რადგან ისედაც ძალიან ვიწროა. ჯარიმა კი საკმაოდ მაღალია.

2. შტეინერის ქუჩა

steiner-street-004 აქ სან-ფრანცისკოს ყველაზე ლამაზი შენობები მდებარეობს.  აქ ვიქტორიანული სტილის სახლები დგას, რომლებსაც “Painted ladies” ეძახიან.steiner-street-002ასეთი სტილის სახლები რამოდენიმე ადგილასაა შემორჩენილი, მაგრამ ყველაზეცნობილი მაინც შტეინერის ქუჩაა, რადგან პირველი ასეთი სახლები სწორედ აქ აშენდა.მათი უმეტესონა 1892 – 1896 წლებშია აშენებული.  გაპრანჭულ ქალბატონებს შეხვდებით ბალტიმორში, ცინცინატიში, კეიპ-მეიში, სენტ-ლუისში და კიდევ ბევრ ქალაქში.

3. რუა გონსალუ დე კარვალო

rua-goncalo-de-carvalho-009 ბრაზილიაში, ქალაქ პორტუ-ალეგრიში  ასეთი პრობლემა არ აქვთ. ქალაქის ერთი ქუჩა – რუა გონსალუ დე კარვალო მსოფლიოს ყველაზე გამწვანებულ ქუჩად ითვლება.   1930 წლამდე ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ქუჩა იყო, სადაც მზეს და სიცხეს ვერსად დაემალებოდი. მაგრამ ენთუზიასტების წყალობით, რომლებიც გერმანელი ემიგრანტების შთამომავლები იყვნენ და ადგილობრივ ლუდსახარშში მუშაობდნენ, იერსახე იცვალა. ემიგრანტების იდეას ადგილობრივმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და დარგვაში თვითონაც მიიღო მონაწილეობა. rua-goncalo-de-carvalho-007ხის ნერგების არჩევისას მთავარი კრიტერიუმი ჩრდილის მოცემა იყო, ამიტომ არჩევანი ტიპუანაზე შეჩერდა. ხე სიმაღლეში 18-20 მეტრს აღწევს, მისი ვარჯი მოწითალო-ყავისფერია, ყვავილობისას კი ტოტები ულამაზესი ყვითელი ყვავილებით იფარება.

4. შეფშაუენის ქუჩები

05 ამ ქალაქის პატარა, ვიწრო ქუჩებში სიარული ლურჯ სამყაროში ჩაძირვას ნიშნავს. აქ ყველაფერი ულამაზეს ლურჯ ფერშია შეღებილი. გავრცელებული ვერსიით, ქალაქის შენობების ლურჯ ტონალობაში შეღებვას ებრაელებს მიაწერენ. 03იქ ჩასახლებულ ებრაელებს “სეფარადებს” უწოდებდნენ, რომელთა შთამომავლებიც XV საუკუნეში ესპანეთიდან  განდევნეს.  სეფარადებს ლურჯი წმინდა ფერად მიაჩნდათ, მას  ზეცის და ღმერთის ფერს უწოდებდნენ.

5. დამსხვრეული ქვების ქუჩა

6396460-1000-1454936759-roombeek9 ეს ქუჩა ნიდერლანდებში, ქალაქ ენსხედეში მდებარეობს. Roombeek-ი ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ქუჩაა, რომელიც ამბავიც ერთდროულად ლამაზი და ტრაგიკულია. 6395960-1000-1454936759-ooom-roombeek-01 2000 წელს აქ ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა, რის შედეგადაც 650 სახლი განაგდურდა. რამოდენიმე წლის შემდეგ რაიონი მთლიანად აღადგინეს და ქუჩის შუაგულში მდინარე გაუშვეს, რომელიც ადრე მიწის ქვეშ იყო მოქცეული. მდინარეში კი დამსხვრეული ქვების ინსტალაცია გაკეთდა  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %