რა უნდა ვნახოთ შიდა ქართლში? (ნაწილი 4)

ნათქვამია, ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოინახეო, ამიტომ შიდა ქართლის ტურის ბოლო ლოკაციად ქოზიფა ავირჩიეთ. ქოზიფას მონასტერი ბატეთის ტბიდან 17 წუთის სავალზეა, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, არ დაიზაროთ და ეს უნიკალური ადგილი აუცილებლად მოინახულეთ.

ქოზიფას მონასტერი მაღლობზე, ტყეშია აშენებული. მისი ისტორია VI-VII  საუკუნეში იწყება, როცა პირველი ეკლესია ააგეს, დღეს კი ხუთი, ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებული ტაძრისგან შედგენილი კომპლექსია,ერთ-ერთი ტაძრის ქვეშ კი საძვალეა მოთავსებული. 

შორიდანვე შეამჩნევთ, რომ აქაურობა სიმშვიდით გამოირჩევა. თვალში საცემია ძალიან უბრალო, პატარა ხის კელიები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებითაა ჩამწკრივებული. თქვენს ყურადღებას მიიპყრობს სამრეკლოც, რომელიც მაღლობზე მდებარეობს და იქ ქვიანი კიბეების ავლით მოხვდებით. ამ პატარა სამრეკლოს კი ფირუზისფერი ქვები და სახურავი ამშვენებს. სამრეკლოდან გადაშლილი პეიზაჟი გონებაში აუცილებლად დაგრჩებათ.  

სამრეკლოსთან მოსასვენებლად ხის მაგიდა-სკამებია მოწყობილი, ამიტომ ფერადი ფოთლებით სავსე ეზოში განსატვირთად ეს ადგილი გამოიყენეთ. 

რაც უნდა აქტიური ადამიანი იყოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვფიქრობ, ქოზიფას მონახულების დროს ერთხელ მაინც გაგიელვებთ აზრი- რა კარგი იქნებოდა აქ რამდენიმე დღით დარჩენა გათიშულ მობილურთან და საინტერესო წიგნებთან ერთად. ქოზიფაში ყველაფერია, რათა ადამიანმა სულიერად და მენტალურად დაისვენო, ამიტომ ერთი მთლიანი დღეც რომ დაუთმოთ აქ ყოფნას უკმაყოფილო არ დარჩებით. 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %