ლომბარდის ქუჩა - ყველაზე დაკლაკნილი ქუჩა მსოფლიოში

მსოფლიოს ყველაზე დაკლაკნილ, და ამავდროულად ლამაზ ქუჩად სრულიად სამართლიანადაა მიჩნეული ლომბარდის ქუჩა, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს. ქუჩა ქალაქის ლამის ყველა ტურისტულ მარშუტში შედის და აქ ყოველთვის უამრავი ტურისტი ირევა. lombard-street-001lombard-street-003სინამდვილეში ლომბარდის ქუჩა ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც სან-ფრანცისკოს ბევრი სხვა ქუჩები, მაგრამ რაშენ ჰილის უბანზე, რომელზეც გადის, არის პატარა მონაკვეთი, რომელიც 27-გრადუსიანი დახრილობისაა. 27-გრადუსიანი დახრილობის გარდა, აქ 400 მეტრის მანძილზე რვა მკვეთრი მოსახვევია, სადაც ნელ-ნელა დაღოღავენ ავტომობილები. სწორედაც რომ დაღოღავენ, იმიტომ რომ აქ მაქსიმალური დაშვებული სიჩქარე 8 კმ/საათია და საცობები ხშირი მოვლენაა.   lombard-street-005   lombard-street-006ქუჩა ყოველთვის ასეთი არ იყო. ყველაფერი მეოცე საუკუნის ოციან წლებში დაიწყო, როცა ავტოტრანსპორტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ ქუჩის მაცხოვრებლები კი ქუჩაზე მანქანით გადააგილებას ვერ ახერხებდნენ. "დამნაშავე" 27-გრადუსიანი დახრილობა იყო. შესაბამისად, ქუჩაზე ცხოვრების სურვილი უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს უჩნდებოდა და ბინები აღრ ქირავდებოდა. საქმეში მთავრობა ჩაერია და დახრილობა 16 გრადუსამდე შეამცირეს, რაც მოსახვევების ხარჯზე მოხდა.   lombard-street-008lombard-street-011მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით ხორციელდება, აკრძალულია პარკირება, რადგან ისედაც ძალიან ვიწროა. ჯარიმა კი საკმაოდ მაღალია.თვითონ ქუჩა ძალიან ლამაზია. წითელი აგურით მოკირწყლული, კიდეებზე კოხტად გაკრეჭილი ხეებით, ბუჩქებით და ყვავილნარებით.  განსაკუთრებულ სილამაზეს ქუჩა გაზაფხულზე და ზაფხულშია, როცა აქაურობა ფერად-ფერადი ყვავილებით იმოსება.lombard-street-016lombard-street-017lombard-street-019 2009 წელს, პოპულარული საბავშვო სამაგიდო თამაშის, CandyLand-ის 60 წლის იუბილის აღსანიშნავად ქუჩა უზარმაზარ, ფერად სათამაშო მოედნად გადააქციეს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %