45
9 ულამაზესი პლაჟი მთელი მსოფლიოდან
მსოფლიოს უამრავ ერთნაირ სანაპიროს შორის არის პლაჟები, რომლებსაც საკუთარი, ინდივიდუალური შარმი აქვთ და არაფრით გვანან სხვა პლაჟებს.
1. უაითჰევენი, ავსტრალია
უაითჰევენი, ანუ "თეთრი სამოთხე" 7 კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლია კუნძულ ვიტსანდეიზე. ეს სანაპირო მთელ მსოფლიოში ცნობილი თვალისმომჭრელად თეთრი ქვიშის წყალობით გახდა. 2008 წელს ის ქუინსლენდის ყველაზე სუფთა პლაჟად დასახელდა.2. ვარდისფერი სანაპირო, ბაჰამის კუნძულები
ვარდისფერი ქვიშის პლაჟი ჰარბორ-აილენდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული. ჰარბორ-აილენდი ბაჰამის კუნძულების ნაწილია. ვარდისფერქვიშიანი პლაჟი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პლაჟად ითვლება უნიკალური – ვარდისფერი შეფერილობის ქვიშის წყალობით. ქვიშის ფერი ზღვის ნიჟარიანი ცხოველის – Foraminifera- ს ნიჟარების სიმრავლითაა გამოწვეული. ამ ცხოველებით ფრინველები და თევზები იკვებებიან, ნიჟარები კი რჩება და შემდეგ ასეთ შეფერილობას იძლევა. ჰარბორ-აილენდზე მოსახვედრად კუნძულ ელიუთერის აეროპორტში უნდა ჩაფრინდეთ, შემდეგ კი ზღვით გადახვიდეთ.
3. სიყვარულის პლაჟი, მექსიკა
სიყვარულის პლაჟი – Playa de amor – მექსიკაში, ბანდერასის ყურეში, ლას მარიეტასის კუნძულებზეა. ათასზე მეტი წლის წინ, ვულკანური აქტივობის შედეგად ფორმირებული არქიპელაგი დრეს ფრინველების დიდ თავშესაფრადაა ქცეული.კუნძულების ახლოს ხშირად წააწყდებით მოთამაშე დელფინებს და იშვიათი, უნიკალური სახეობის მარჯნებს. სწორედ ამ სილამაზის სანახავად ჩამოდის აქ წელიწადში ასობით ათასი ტურისტი.4. ნავაიოს პლაჟი, საბერძნეთი
პლაჟი საბერძნეთის კუნძულის, ზაკინფის ჩრდილო-სადავლეთ ნაწილში მდებარეობს. 1980-იან წლებამდე მას "წმინდა გიორგის" სანაპირო ერქვა, მაგრამ შემდეგ ჩაძირული გემის სანაპირო დაერქვა. რატომ? 1980 წელს საბერძნეთის სანაპირო ზოლის პოლიციამ კონტრაბანდისტების გემი დააფიქსირა, რომელსაც სიგარეტები და ღვინო გადაქონდა თუქრეთიდან იტალიაში. კონტრაბანდისტებმა გემი დააზიანეს, ჩაძირეს და ნავებით მიიმალნენ. რამოდენიმე წლის შემდეგ შტორმმა ჩაძირული გემი ნაპირზე გამორიყა. გემის ნაშთები დღემდე სანაპიროზეა და ფოტოზეც კარგად ჩანს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს კონტრაბანდისტების ყურეს ეძახის, გემის ნამსხვრევები კი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.აქამდე მიღწევა მხოლოდ ზღვითაა შესაძლებელი, რადგან პლაჟი მთიანად 45-დან 225 მეტრამდე სიმაღლის კლდეებითაა შემოსაზღვრული.