ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩენთ განსხვავებულ არქიტექტურულ ძეგლებს და ეს ყველაფერი ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში მოექცევა.  წარმოგიდგენთ ევროპის ქვეყნებს, სადაც მოგზაურობა დაბალი ბიუჯეტითაც შეიძლება.

პოლონეთი

გსურთ აღმოაჩინოთ აღმოსავლეთ ევროპა? მაშინ პოლონეთს ესტუმრეთ. ის დიდი კულტურის და ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ბუნების მოყვარულებს უამრავ სალაშქრო ადგილს, ხოლო ღამის ცხოვრების მოყვარულებს აქტიურ გართობას სთავაზობს. თუ ბუნებაში გსურთ დაკარგვა, წადით ერთდღიან ტურზე ულამაზეს ტატრების მთებში, თუ დიდი ქალაქის დათვალიერება გსურთ ვარშავას ან კრაკოვს ესტუმრეთ, ორივე ქალაქში შეგიძლიათ პოლონეთის მდიდარი ისტორიის, კულტურის და უნიკალური სტილის არქიტექტურული ძეგლების ხილვა. 

ადგილობრივი ვალუტა: პოლონური ზლოტი;

საშუალო დღიური ბიუჯეტი:  25-35USD;

საშუალო კვების ბიუჯეტი დღეში: 5-10USD;

განთავსების საშუალო ღირებულება ღამეში: 14-18USD/ ერთ ადამიანზე;

ტურები პოლონეთის მიმართულებით იხილეთ აქ.

პოლონეთი

რუმინეთი

ქალაქი კლუჟი, რუმინეთის ჩრ.- დას. ნაწილში მდებარეობს, ის ტრანსილვანიის არაოფიციალური დედაქალაქია. კლუჟი ბევრი უნივერსიტეტის სამშობლოა, აქ შეგიძლიათ იხილოთ საქსონული და ვენგრული მმართველობის ღირსშესანიშნაობები. ქალაქი დღესასწაულებით და აქტიური ღამის ცხოვრებით გამოირჩევა. კლუჟის ცენტრალურ მოედანზე გოთიკურ სტილში აგებული, მწ. მიხეილის ეკლესია და მატიას კორვინუსის ქანდაკება დგას. ასევე შეგიძლიათ გაემგზავროთ ერთდღიან ექსკურსიაზე და მიმდებარე ქალაქებიც მოინახულოთ. 

ადგილობრივი ვალუტა: რუმინული ლეუ;

საშუალო დღიური ბიუჯეტი:  40-50USD;

საშუალო კვების ბიუჯეტი დღეში: 15USD;

განთავსების საშუალო ღირებულება ღამეში:  10-15USD/ ერთ ადამიანზე;

ტურები რუმინეთის მიმართულებით იხილეთ აქ.

რუმინეთი

უნგრეთი

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულებაა უნგრეთი. აუცილებლად ეწვიეთ არამხოლოდ ბუდაპეშტს, არამედ დებრეცენსაც. 

ადგილობრივი ვალუტა: უნგრული ფორინტი;

საშუალო დღიური ბიუჯეტი:  35-45 USD;

საშუალო კვების ბიუჯეტი დღეში: 15 USD;

განთავსების საშუალო ღირებულება ღამეში:  19-25USD/ ერთ ადამიანზე;

ტურები უნგრეთის მიმართულებით იხილეთ აქ.

საბერძნეთი

საბერძნეთი ცნობილია ულამაზესი სანაპიროებით, ბუნებით, გემრიელი სამზარეულოთი, ლეგენდარული კულტურით და ისტორიით. სანტორინი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი რომანტიკული ადგილია, ის ქათქათა თეთრ ბექობზე შეფენილი შენობებით, ძველებური წისქვილებით, ლურჯსახურავიანი ეკლესიებით და ულამაზესი სანაპიროთია ცნობილი. აქ დასვენება მცირე ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი, თუ სანაპიროზე მდებარე სასტუმროში არ გაჩერდებით, წინასწარ დაჯავშნით სასტუმროს ან ჰოსტელს.   

ადგილობრივი ვალუტა: ევრო;

საშუალო დღიური ბიუჯეტი: 45-55 USD;

საშუალო კვების ბიუჯეტი დღეში: 12-18 USD;

განთავსების საშუალო ღირებულება ღამეში:  22-30 USD/ ერთ ადამიანზე;

ტურები საბერძნეთის მიმართულებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ჩეხეთი

პირველი ქალაქი, რომელიც ჩეხეთში უნდა მოინახულოთ, რაღა თქმა უნდა, პრაღაა. ის მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული, მას რამდენიმე ზედმეტსახელიც აქვს, მათ შორის „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. პრაღა მართლაც საინტერესო დასვენებას გპირდებათ თავისი ცნობილი ასტრონომიული საათით, მოცეკვავე სახლით, კარლის ხიდით და სხვა ბევრი ღირსშესანიშნაობით.

 ადგილობრივი ვალუტა: კრონი

საშუალო დღიური ბიუჯეტი: 35-45 USD;

საშუალო კვების ბიუჯეტი დღეში: 8-12 USD;

განთავსების საშუალო ღირებულება ღამეში:  18-23 USD/ ერთ ადამიანზე;

ტურები ჩეხეთის მიმართულებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პრაღა

თურქეთი

თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც ბოსფორის სრუტით ევროპად და აზიად იყოფა. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მრავალფეროვანი კულტურა ბევრ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მისი ტურიზმი ძირითადად ისტორიულ ადგილებზე, ზღვისპირა კურორტებზე, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვისპირა სანაპიროებზეა დამყარებული. თურქეთში მოგზაურობაც საკმაოდ ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით ანტალიის კურორტები.

თურქეთი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %