1

ევროპის ულამაზესი ქალაქები ზაფხულში სამოგზაუროდ

28 ივნისი 2021
ზაფხულის დადგომასთან ერთად, უფრო და უფრო ხშირად ვაპარებთ თვალს ჩემოდნისკენ. წარმოვიდგენთ, თუ როგორ ვეფიცხებით მზეს სანაპიროზე, ან მოვიკიდებთ ზურგჩანთას და უცნობი ქალაქის ქუჩებში დავხეტიალობთ. შემდეგ, ვაგვარებთ შვებულების საკითხს, ვიპოვით მოგზაურ პარტნიორს და ჩნდება მთავარი კითხვა: საით? ერთი შეხედვით, მარტივი საკითხი, ხშირად თავსატეხი აღმოჩნდება და რუკაზე ქვეყნების თვალიერებაც თავგზას გვირევს. ვეცდებით გამიმარტივოთ ეს პროცესი და გთავაზობთ ევროპის ქალაქებს, რომლებს შორისაც თქვენთვის სასურველ დასვენების ტიპს აღმოაჩენთ და ამასთანავე, ორიგინალურ მიმართულებას.
ბრუგე, ბელგია
ხშირად ბრუგეს, ბელგიის ვენეციასაც ეძახიან. მდინარის ნაპირას გაშენებულ ქალაქი, განსაკუთრებული მომხიბვლელობით გამოირჩევა, რომელსაც შუა საუკუნეების არქიტექტურა აქვს შენარჩუნებული. მართალია, მასშტაბებიდან გამოდმინარე, ქალაქში გადაადგილება ფეხითაა შესაძლებელი, მაგრამ გზად უამრავ ადგილას შეჩერდებით. ბრუგეში გატარებული ერთი დღე დაახლოებით ასე გამოიყურება: გასეირნება გედებით სავსე მდინარის ნაპირას ბელგ
...