როგორ ხვდება ზამთრის სეზონს ევროპის ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტები.

CNN - ის განცხადებით ევროპის სამთო-სათხილამურო კურორტები, კერძოდ: საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში 2021 წლის ბოლომდე დაკეტილი იქნება, 2020 წელს მთის კურორტის მოყვარულები ზემოთ ხსენებულ სამ ქვეყანაში ვერ შეძლებენ მოგზაურობას.

ქვეყნის ლიდერები, ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს მოუწოდებენ, რომ წელს თავი შეიკავონ მოგზაურობისაგან და დაიცვან საერთაშორისო მაშტაბით დადგენილი სავალდებულო წესები.

იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ქვეყანა არსებული სიტუაციის გამო გარკვეულ ზარალს ითვლის არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირი გარკვეული სახის შეზღუდვებს დააწესებს სხვა ევროპის კურორტებზე, რათა კონკურენცია ქვეყნებს შორის იყოს თავიდან აცილებული.

არსებულ სეზონურ შეზღუდვებს არ იზიარებს ავსტრია და შვეიცარია, რომელიც ამ ეტაპზე მასპინძლობს დამსვენებლებს და ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ აქვთ რესურსი დაიცვან ყველანაირი ჰიგიენური წესები, რაც ზოგადად არის მიღებული, რათა თავიდან აიცილონ COVID -19 ინფიცირების ახალი წყაროები.

სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნას აანონსებს ესპანეთი, ხოლო ნორვეგია და შვედეთი ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველომ გაიზიარა სეზონური შეზღუდვები და სამთო-სათხილამურო კურორტები 2021 წლის ბლომდე ჩაკეტა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %