მკვდარი ველი - ნამიბის უდაბნოს სურრეალისტური პეიზაჟები

ნამიბის უდაბნო (ადგილი, სადაც არაფერი არაა), მსოფლიოს ყველაზე ძველ უდაბნოდ ითვლება.  ნამიბის უდაბნო აფრიკაში, ნამიბიისა და ნაწილობრივ ანგოლის ტერიტორიაზე მდებარეობს და წარმოადგენს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის ნაწილს. სახელი მომდინარეობს ნამას ენიდან და ნიშნავს „ვრცელ ადგილს“. ბოლო 55 მლნ წლის მანძილზე, ეს ადგილი გაუსაძლისად მშრალი და გვალვიანია.   00 ნამიბის ცენტრალურ ნაწილში თიხის პლატოა გადაჭიმული -  რომელიც სიურრეალისტური, წითელი დიუნებით და "მკვდარი ველითაა" ცნობილი. ითვლება, რომ აქ მსოფლიოში ყველაზე მაღალი დიუნებია - მათი სიმაღლე 300-400 მეტრს აღწევს. 913 მკვდარი ველი (Deadvlei) ეროვნული პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ველი  მკვდარი, გაქვავებული  აკაციებითაა ცნობილი, რომლებიც ხასხასა დიუნების ფონზე სიურრეალისტურ ფიგურებს ქმნიან.  უსიცოცხლო პეიზაჟი, რომელიც ფოტოებზეა აღბეჭდილი, ერთი შეხედვით  ნახატებს წააგავს. მკვდარი ხეების სილუეტები, დახეთქილი მიწა და შეგრძნება, თითქოს აქ დრო გაჩერდა.... 916   917   918   919921 ამ ხეების ასაკი 900 წელზე მეტია. აქ ოდესღაც მდინარე მოდინებოდა, რომელიც წვიმების დროს ისვებოდა და შემდეგ პატარ-პატარა გუბურებს ტოვებდა, რომელის წყალობითაც  ხეები ყოველ წელს ყვაოდნენ. გვალვის და კლიმატური ცვლილებების გამო მდინარე დაშრა, გუბურებმაც შეწყვიტა არსებობა და აკაციებიც გახმნენ. ქვიშის მკვეთრი აგურისფერი მასში რკინის მაღალი შემცველობითაა განპირობებული და ყველაზე მკვეთრად და ხასხასად მზის ამოსვლისას ან ჩასვლის დროს იღებება. 922   924ინტენსიური მზის გამო ხეების მერქანი შავი ფერის გახდა, მაგრამ ვინაიდან კლიმატი ძალიან მშრალია, ისინი აგერ უკვე მრავალი წელია არ იშლებიან.   616542_10154979487380607_3272189067808980363_o   Deadvlei-MAR_3241_790 ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის მოსანახულებლად ნებართვაა საჭირო, რომელიც პარკის შესასვლელთან არსებულ ტურისტთა საინფორმაციო ცენტრში შეიძლება შეიძინო.  პარკში შესვლა მხოლოდ დღის მანძილზეა შესაძლებელი. დრო ყურადღებით უნდა აკონტროლო: დაბინდებასთან ერთად არამარტო შესვლა, არამედ გამოსვლაც შეუძლებელია - ან მანაქანაში უნდა დაიძინო, ან კარავი გაშალო.   Namibia.Part3_.Cover_.5   Namibia.Part3_.Cover_.7 ნამიბიის დედაქალაქიდან, ვინდჰუკიდან, ერთ ან ორდღიანი ექსკურსიით წასვლა ყველაზე მოსახერხებელი გზაა აქ მოსახვედრად. (მანძილი - 366 კილომეტრი) . ექსკურსიებს უამრავი ადგილობრივი ტურისტული კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ უდაბნოში რამოდენიმე დღის გატარება გსურთ, შესაძლებელია კარვის გაშლა ამისათვის გსაგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში, ან ღამის გათევა Sossusvlei Lodge-ში, რომელიც ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის შესასვლელთანაა განლაგებული. Namibia.Part3_.Cover_.8   PHOTO-1-Three-trees_Deadvlei_Rafael-Rojas
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %