20 ქალაქი, რომელიც ცხოვრების მანძილზე უნდა ნახო - ნაწილი I

ქვეყნები უამრავია, ქალაქები კიდევ უფრო მეტი. დრო კი არაფერში  გვყოფნის. ჩვენ გთავაზობთ იმ 20 ქალაქის ჩამონათვალს, რომელიც ტურისტების აზრით,  პირველ რიგში უნდა მოინახულო...

1. სან-ფრანცისკო, აშშ

5311505-R3L8T8D-950-25-2   5311555-R3L8T8D-950-25-3
ქალაქი უამრავ სანახაობას და თავგადასავლს სთავაზობს ტურისტებს - თქვენ შეგიძლიათ ბორანით მოხვდეთ ალკატრასზე, გასინჯოთ იტალიური სამზარეულო და ფეხით შემოიაროთ მიმდებარე გორაკები. სან-ფრანცისკო ეთნიკური და კულტურული  თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქია აშშ-ში. არ დაგავიწყდეთ ისაუზმოთ Mama’s-ტან და შემდეგ გაისეირნოთ Golden Gates-ზე.

2. ჩიანგმაი, ტაილანდი

5311655-R3L8T8D-950-24-1
ჩიანგმაი ტაილანდის ყველა სხვა ქალაქზე მშვიდი, წყნარი და გამწვანებული ქალაქია. "ჩრდილოეთის ვარდად" წოდებული ეს ადგილი უნიკალური და ულამაზესი ტაძრებით გამოირჩევა.

3. ლისაბონი, პორტუგალია

5311755-R3L8T8D-950-23-1
პორტუგალიის დედაქალაქში მავრიტანული და შუასაუკუნეობრივი არქიტექტურა ერთმანეთშია შერწყმული. აქ ტრამვაიც კი ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს - მათი დიდი უმეტესობა საუკუნეზე მეტია ქალაქში მოძრაობს.

4. სიდნეი, ავსტრალია

5311905-R3L8T8D-950-22-1
5311955-R3L8T8D-950-22-2
სიდნეის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ოპერის თეატრი, ჰარბორ-ბრიჯის ხიდი,  ეგზოტიკური პლაჟები და ბუნებაა. სიდნეის საცხოვრებელი კვარტალები ნაციონალური პარკებითაა გარშემორტყმული.  სანაპირო ძალიან მრავალფეროვანია, უამრავი ყურეებით, ნავსადგურებით და კუნძულებით.

5. ბუდაპეშტი, უნგრეთი

5312105-R3L8T8D-950-21-2
5312155-R3L8T8D-950-21-3
უნგრეთის დედაქალაქის ნეოკლასიკურ არქიტექტურას ჯერ კიდევ ატყვია მეორე მსოფლიო ომის კვალი, თუმცა თავის დიდებულებას მაინც არ კარგავს. შენობების დიდი ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. 18-მილიონიან, დუნაის ნაპირას გაშენებულ ქალაქში უამრავი ბუნებრივი მინერალური და თერმული წყლებია და აქაური აბანოები ხშირად შედის ტურისტებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში.

6. ბანგკოკი, ტაილანდი

5312355-R3L8T8D-950-20-2
5312405-R3L8T8D-950-20-3
ტაილანდის დედაქალაქი და ამასთან ყველაზე დიდი ქალაქი წარმატებით ახერხებს ბუდისტური ტაძრების სიმშვიდის და რიტმული ღამის ცხოვრების შეთავსებას. ტაილანდი ცნობილია, როგორცერთ-ერთი ყველაზე იაფი ადგილი მოგზაურობისთვის.

7. კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

5312605-R3L8T8D-950-19-3
5312505-R3L8T8D-950-19-1
აფრიკის დიდიდით მეორე ქალაქი სამი მხრიდან ოკეანით და ხელუხლებელი პლაჟებითაა შემოსაზღვრული, მეორე მხრიდან კი ულამაზესი მაგიდისებური მთებით. კეიპტაუნი აფრიკის ყველა კოსმოპოლიტური ქალაქია.

8. ჩიკაგო, აშშ

5312805-R3L8T8D-950-18-2
აქ აიგო მსოფლიოში პირველი ცათამბჯენები, ესაა ბლუზის სამშობლო და ჯაზ-კულტურის კერა.

9. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამირო

5313055-R3L8T8D-950-17-3
გინდა ნახო ჩვენი ფუტურისტული მომავალი? დაიღალე ისტორიული ღირსშესანიშნაობების თვალიერებით? - მაშინ კეთილი იყოს შენი მობრძანება დუბაიში. სწორედ აქაა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა- ბურჯ ხალიფა, საოცარი ხელოვნური კუნძულები ულამაზესი პლაჟებით, შოპინგის სამოთხე და დასვენების იდეალური პირობები.

10. ბარსელონა, ესპანეთი

5312455-R3L8T8D-950-15-1
5312905-R3L8T8D-950-15-2
ბარსელონაში წარსული და თანამედროვეობა მხარდამხარ, მეგობრულად არსებობენ. სანაპიროზე თანამედროვე აპარტამენტები და სასტუმროებია აშენებული, ხოლო ქალაქის ისტორიულ ნაწილში, პატარ-პატარა, ვიწრო ქუჩებში, ასწლოვან შენობებს შორის, ცნობისმოყვარე ტურისტები დაბოდიალობენ.
იხილეთ  -ნაწილი II
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %