ევროპის 10 ყველაზე უცნაური ფესტივალი

გინდათ უჩვეულო მოგონებები შეიძინოთ და საინტერესო გამოცდილება მიიღოთ? მაშინ ეს ფესტივალები თქვენთვის ყოფილა შექმნილი.

1. ჭაობში ყვინთვის ჩემპიონატი, დიდი ბრიტანეთი

bog-snorkelling1 დღეს ჭაობში წყალქვეშ ცურვა პოპულარული საერთაშორისო შეჯიბრია, რომლისთვისაც მთელი მსოფლიოდან იკრიბება ასობით მონაწილე. შეჯიბრი აგვისტოს ბოლოს იმართება უელსში, ქალაქ ლანურდიტში. შეჯიბრი არხებში იმართება, რომელიც ტორფიან ნიადაგშია გაჭრილი. ცურვის სტილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ნიღბის და ლასტების ჩაცმა სავალდებულოა. მათთვის, ვინც ცურვაში ძლიერი არაა, ალტერნატივა არსებობს - თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით ორი მეტრი სიღრმის ტორფიანი ჭაობი ველოსიპედით გაიაროთ.

2. იორკშირული პუდინგის ნავებით რბოლა, დიდი ბრიტანეთი

boat_1435587494 ეს სულაც არაა ხუმრობა, ნავები მართლა პუდინგისგანაა გაკეთებული. თუმცა ზემოდან ლაქითაა დაფარული, რომელიც საშუალებას იძლევა , რომ პუდინგი არ დასველდეს. ნავებს ნიჩბების საშუალებით როგორც წესი, ბავშვები მართავენ.  გართობის ეს მეთოდი სიმონ ტაკრეიმ მოიფიქრა. მას უბრალოდ, იდეა მოუვიდა, რომ პუდინგის ნავით დაშვებულიყო მდინარეზე. სიმონმა იდეა განახორციელა, რომელიც შემდგომ ტრადიციად გადაიქცა. შეჯიბრი დიდ ბრიტანეთში, ჩრდილო იორკშირში, ქალაქ ბრაუბიში ტარდება.  

3. გოგრების ფესტივალი, გერმანია

Pumpkin_1435588078 ფესტივალი ლუდვიგსბურგში ტარდება და  500 სხვადასხვა ჯიშის 400 ათასამდე გოგრა გამოიყენება. ამ გოგრებისგან მოცემულ თემატიკაზე სხვადასხვა ფორმებს აგებენ. მაგალითად, ერთ-ერთ წელს თემა "იურული პერიოდის პარკი" იყო. სხვა წლებში ეს იყო ეგვიპტე და ოკეანე. ფესტივალის ფარგლებში შეგიძლიათ ნავების რბოლაშიც მიიიღოთ მონაწილეობა. ნავების როლს კი გიგანტური გოგრები ასრულებენ. ასეთი გოგრების წონა ხანდან ასობით კილოგრამია და დიდი მოხერხებულობაა საჭირო, რომ  ნავი არ გადაბრუნდეს.

4. ლა ტომატინა, ესპანეთი

cover4_1436185041-630x315 უჩვეულო ფესტივალებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე გიჟური ფესტივალია. ფესტივალი აგვისტოს ბოლო კვირაში, ვალენსიის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბუნოლში იმართება. მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე დილის 11 საათზე იკრიბებიდან და ბრძოლაც იწყება. ბრძოლა სახელად Palo Jamon. თამაშის ამოცანა მდებარეობას იმაში, რომ ცხიმით გაპოხილ სვეტზე აძვრეს მოთამაშე და იქ არსებული ღორის ქონის ნაჭერი ძირს გადმოადგოს. როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება, სატვირთო მანქანებიდან პამიდორს ჩამოტვირთავენ და გაცხარებული ბრძოლა იწყება, სადაც იარაღი წითელი, წვნიანი პამიდორებია. ქაოსი ზუსტად ერთი საათის მანძილზე გრძელდება, ქალაქის ქუჩების გაწმენდა კი შემდგომი რამოდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობს.  

5, ყველის დევნა, დიდი ბრიტანეთი

Coopers-Hill-Cheese-Rolling ერთ-ერთი ვერსიის მიხევით, ფესტივალი ძველი წარმართული ტრადიციიდან მოდის, როცა გორაკზე ნივთებს აგორებდნენ, რომ მიწა უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო. დღეს ეს ტრადიცია სახეცვლილი ფორმით ყოველწლიურად 15 ათას მსურველს იზიდავს. უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ფერდობზე დაგორებულ ყველს გამოეკიდოს. ღონისძიება გაზაფხულზე იმართება და შემდეგნაირად მიმდინარეობს: ყველს გორაკის მწვერვალიდან აგორებენ, ხოლო მონაწილეები უკან მისდევენ. მონაწილეებს ისინი მისდევენ, ვინც რბოლაში დაზარალებულებს უნდა დაეხმარონ. ხოლო სასწრაფო დახმარების მანქანები მონაწილეებს ქგორაკის ძირში ელოდებიან.

6. ელ კოლაჩო, ესპანეთი

Colacho_1435588416-640x419 კიდევ ერთი უჩვეულო რიტუალი ესპანეთში, ქალქ კასტილიო დე მურსიაში იმართება. ქალაქის ერთ-ერთი მაცხოვრებელი  ეშმაკის ფორმას იცვამს და ქუჩაში წინასწარ დალაგებულ ლეიბებზე დაწოლილ ბავშვებს ახტება. სუსტი ნერვების მქონეთათვის ეს საკმაოდ დაძაბული სანახაობაა. იმაზე, თუ როგორ ყოჩაღად გადახტება ადამიანი, ბავშვების სიცოცხლეა დამოკიდებული. რატომ აკეთებენ ამას? ტრადიციას საფუძველი 1620 წელს ჩაეყარა და ითვლება, რომ ეს ბავშვებს ავადმყოფობების, ავი თვალის და ბოროტი სულებისგან იცავს.  

7. ცოლით რბენის ჩემპიონატი, ფინეთი

download იმისათვის, რომ ჩემპიონატი მოიგოთ, საჭიროა თქვენი ცოლი ზურგზე მოიკიდოთ და ყველაზე სწრაფად მიირბინოთ ფინიშამდე. მაგრამ სირბილი იოლი და სწორხაზოვანი არ იქნება და გზაში სხვადასხვა დაბრკოლებები შეგხვდებათ, მათ შორის ქვიშის მოედნები, წინაღობები და აუზიც კი, სადაც უნდა გაცუროთ. დავალებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ცოლის ხელში აყვანის მხოლოდ რამოდენიმე მეთოდია ნებადართული: მეხანძრის მეთოდი (მხარზე გადაკიდებული) და ესტონური მეთოდი (იხილეთ ფოტოზე). სამაგიეროდ გამარჯვებულს პრიზად იმდენი ლუდი ერგება, რამდენსაც მისი ცოლი იწონის.

8. ფორთოხლის ბატალია, იტალია

1454871646_1battle_orange_touritaly ამ დღესასწაულზე პატარა ქალაქის, ივრეას მაცხოვრებლები შუა საუკუნეების კოსტიუმებს იცვამენ და ძველი ბრძოლების ინსცენირებას აწყობენ. ოღონდ, იარაღის მაგიერ მხოლოდ ფორთოხლების გამოყენებაა შესაძლებელი. ლეგენდის მიხედვით, ფესტივალი სიმბოლურად აღნიშნავს ქალაქის მაცხოვრებლების აჯანყებას სასტიკი ტირანის წინააღმდეგ. ადამიანები, რომლებიც ურმებიდან ისვრიან ფორთოხლებს ტირანის დაცვაა, ხოლო ისინი, ვინც ქვემოთ არიან  - აჯანყებული მოსახლეობაა.

9. ღორების ფესტივალი, საფრანგეთი

8-Weird-And-Wacky-French-Festivals_1435589385 პატარა სოფელი ტრი-სიურ-ბაიზი მთელ საფრანგეთში იმითაა ცნობილი, რომ აქ ყველაზე ხარისხიანი ღორის ხორცის წარმოებაა. სწორედ ამ სოფელში იმართება ღორების ყოველწლიური ფესტივალი La Pourcailhade აგვისტოს მეორე კვირადღეს. ამ ფესტივალზე უამრავი სასუსნავი და გასართობია. შეგიძიათ მონაწილეობა მიიიღოთ ღორის საუკეთესო კოსტუმის გამოვლენაში, დადოთ ფსონები ღორების რბოლაში და სოსისების სწრაფად ჭამის შეჯიბრშიც ჩაერთოთ.  

10. ცეცხლოვანი ფესტივალი, დიდი ბრიტანეთი

up-helly-aa-david-gifford-14.1680x0 ფესტივალი Up Helly Aa  ლერუიკში, შოტლანდიაში ტარდება. იანვრის ბოლოს ეს ქალაქი ვიკინგებად გადაცმული ხალხით ივსება. ადამიანები დრაკარს - ვიკინგების საბრძოლო ხომალდს ეზიდებიან, რომელიც ნატურალური ზომისაა და სპეციალურად ფესტივალისთვის მზადდება. როგორც კი დათქმულ ადგილამდე მიაგორებენ ხომალდს, მას წვავენ. მას შემდეგ რაც ხომალდი ბოლომდე დაიწვება, დიდი წვეულება იწყება,რომელიც დილამდე გრძელდება.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %