ფინგალის გამოქვაბული - ბუნების კიდევ ერთი შედევრი შოტლანდიაში

ფინგალის გამოქვაბული, რომელსაც მელოდიის გამოქვაბულსაც ეძახიან, შოტლანდიაში მდებარეობს, სტაფას კუნძულზე, რომელიც ჰერბიდის კუნძულების შემადგენლობაში შედის. თვითონ კუნძული ძალიან პატარა ზომისაა. ერთი კილომეტრი სიგრძის და ნახევარი კილომეტრი სიგანის პაწაწინა კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან მხოლოდ 46ო მეტრ სიმაღლეზე მდებარეოს.  დასახელება "Staffa" თარგმანში კუნძულ-სვეტს ნიშნავს.  კუნძულის სანაპიროს უდიდესი ნაწილზე ბაზალტის სვეტებისგან შედგება, სანაპიროს სიგრძე კი სულ 2.4 კილომეტრია. article1770   SONY DSCკუნძულთან მიახლოებისას შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ფორმით ის გიგანტურ ხელს გავს, რომელიც ოკეანისკენაა გაწვდილი. კუნძულის სანაპიროს თითქმის მთელ პერიმეტრზე სიმეტრიული, ექვსკუთხა, შავი გრანიტის სვეტებია აღმართული. სვეტების უმეტესობა ექვსკუთხაა, თუმცა არის რვაკუთხა და სამკუთხა ვარიაციებიც. სვეტები გავარვარებული ლავის სწრაფი ამოფრქვევის შედეგადაა შექმნილი. კრისტალიზაციის პროცესში ლავა ასეთ სვეტებად ჩამოყალიბდა. ადგილობრივი ლეგენდების თნახმად ეს სვეტები გოლიათებმა შექმნეს. კუნძულზე პირადად მოხვედრისას მზად ხარ დაიჯერო, რომ ლეგენდა სინამდვილეს შეესაბამება - ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ სვეტები ბუნებრივი წარმოშობისაა. კუნძულ სტაფას ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ფინგალის გამოქვაბულია, რომელიც კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. გარდა იმისა, რომ ეს კუნძულის ყველაზე დიდი გამოქვაბულია, უნიკალური, თაღისებრი ფორმის ჭერის წყალობით აქ  ბგერები რამოდენიმე წამით ყოვნდება და უნიკალურ აკუსტიკურ ეფექტს ქმნის. ზღვის მიმოქცევისას და ზვირთცემისას გამოქვაბული თითქოს "მღერის". მღვიმეში ფორმირებული მელოდია ზოგჯერ რამოდენიმე კილომეტრის მანძილზე ვრცელდება.    cave-of-melody-003cave-of-melody-004გამოქვაბულის სიგრძე 113 მეტრია, შესასვლელის სიგანე კი 16,5 მეტრი. ნავით გამოქვაბულში შესვლა შეუძლებელია, ერთადერთი გზა ვიწრო ბილიკია. ძველი შოტლანდიელები გამოქვაბულს "An Uamh Bhin"-ს ეძახდნენ, რაც თარგმანში "მელოდიურ გამოქვაბულს ნიშნავს". შემდეგ გამოქვაბულს სახელი შეუცვალეს და კელტური ფოლკლორის გმირის, ფინა მაკ კუმალას (იგივე ფინგალის) სახელი უწოდეს. ფინა მაკ კუმალა გოლიათი იყო და ირლანდიური ლეგენდის მიხედვით, დამბა ააშენა, რომელიც შოტლანდიას და ირლანდიას აერთიანებს.   cave-of-melody-006cave-of-melody-009 კუნძულის მთელ პერიმეტრზე უამრავი პატარა გამოქვაბულია გაფანტული და მათში მოხვედრა, ფინგალის გამოქვაბულისგან განხვავებით, მარტივად შეიძლება  - პირდაპირ ნავით შეგიძლიათ შეცუროთ. ზოგი გამოქვაბული წყლის ქვეშაა დამალული და მხოლოდ ოკეანის მიქცევისას ჩანს.   cave-of-melody-010cave-of-melody-011 კუნძულის შესახებ ცნობილი 1772 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც კუნძულს იმ დროის ცნობილი ინგლისელი ნატურალისტი, ჯოზეფ ბექნქსი ეწვია ერთ-ერთი ექსპედიციის ფარგლებში. ექსპედიციამ გამოიკვლია კუნძული და უამრავი გმოქვაბული აღმოაჩინა, მათ შორის ფინგალისაც. მათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ გამოქვაბულმა, რომ საკუთარ ჩანაწერებში გამოქვაბულის თაღს ლუვრს ადარებდნენ. შემდგომში ამ კუნძულს უამრავი ცნობილი ადამიანი ეწვია, მათ შორის ალფრედ ტენისონი, ჟიულ ვერნი, ფელიქს მენდელსონი, უოლტერ სკოტი...   cave-of-melody-014cave-of-melody-016SONY DSC კუნძულზე ვიზიტი უმჯობესია გაზაფხულზე, როცა კუნძულის სანაპიროები ველური ყვავილებითაა დაფარული. cave-of-melody-019Staffa is the island of volcanic basalt columns on the west coast of the Isle of Mull, made famous by Fingal's Cave.cave-of-melody-023
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %