მსოფლიო date 16 სექტემბერი 2015
count 30910

მაჩუ-პიქჩუ - ინკების დაკარგული დედაქალაქი

პერუში, მდინარე ურუმბას ხეობის თავზე, ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარეობს მაჩუ პიქჩუ - ინკების იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარგალიტი.  უზარმაზარი ლოდებისგან მეთხუთმეტე საუკუნეში აგებული ქალაქი, უზარმაზარი გალავნით და ტერასებით ესპანელი კონსისტადორების  შემოსევის დროს, მე-16-ე საუკუნეში დაიცალა. ეს არქეოლოგიური კომპლექსი მსოფლიომ მეორედ 1910 წელს აღმოაჩინა. სხვადასხვა დანიშნულების 200-მდე ნაგებობება - მათ შორის რელიგიური, ცერემონიული ასტრონომიული და ა.შ. ტერასულადაა განლაგებული ფერდობებზე, რაც განუმეორებელ სანახაობას ქმნის და სწორედ ამითი იზიდავს ათასობით ტურისტს. ისტორიული და კულტურული ღირებულების გამო ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის. სხვანაირად მას "ღმერთების კარიბჭეს", "ინკების დაკარგულ დედაქალაქს" და "ქალაქს ღრუბლებს მიღმა" უწოდებენ. ნათალი ლოდებით აშენებულმა შენობებმა მრავალ საუკუნეს და კიდევ უფრო მეტ მიწისძვრას გაუძლო- ესტერიტორია სეისმურად საკმაოდ აქტიურია. ქვები ისეა დალაგებული, რომ მათ შორის ბზარებში პლასტიკური ბარათის გატარებაც კი ძნელია. ისინი ერთმანეთზეა მიწყობილ-დალაგებული, ყოველგვარი დუღაბისგარეშე, მიწისძვრის დროს  ირხევა და შემდეგ ადგილს უბრუნდება. რომ არა მშენებლობის ეს ტექნოლოგია, დიდი ხნის წინ ყველაფერი მიწასთან გასწორდებოდა. თუ ცენტრალურ ნანგრევებს გასცდებით, ალაგ-ალაგ შეამჩნევთ ნანგრევებს, რომლებიც ტროპიკული ტყითაა დაფარული. ვინ იცის სადამდე გრძელდება კომპლექსი?

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %