საბერძნეთის კუნძულები - კორფუ

კორფუ (იტალ. Corfù) ან კერკირა (ბერძნ. Κέρκυρα) - საბერძნეთის კუნძულებში შემავალი კიდევ ერთი მარგალიტია.  მისი ბერძნული სახელწოდებით კერკირა ან კორკირა უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი წყლის სიმბოლოს: ზღვის ღმერთს პოსეიდონს და ბერძნულ ღვთაებას ასოპოსს. მითის მიხედვით პოსეიდონს შეუყვარდა ასოპოსის ქალიშვილი წყლის ნიმფა და მოიტაცა ის. პოსეიდონმა მიიყვანა აქამდე უცნობ კუნძულზე და შესთავაზა მას სახელ კორკირა როგორც კუნძულის სახელი. რომელიც თანდათან გადაიქცა კერკირად, თუმცა ჩვენი უმეტესობა მას კორფუს სახელით იცნობს.

62580154

Corfu-Banner-Image2

 

გარდა ულამაზესი პლაჟებისა, აქ მრავალი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის: Spianáda,  - ყველაზე დიდი მოედანი, მე-19-ე საუკუნის ფრანგული არქიტექტურის ნიმუში. აქ შეგიძლიათ დაესწროთ კრიკეტის თამაშებს, მოისმინოთ მუსიკალური კონცერტები და უბრალოდ, დატკბეთ სიცოცხლით. Listón -  ქალაქის სავიზიტო ბარათი, ადგილი, რომელიც არისტოკრატების საყვარელ სასეირნო ადგილს წარმოადგენდა. ამჟამად აქ უამრავი პატარ-პატარა კაფეებია. ძალიან ლამაზი და ეგზოტიკური გარეუბნები: Mandoúki, Garitsa and Sarókos.

Cape Drastis with nearby islands on Corfu island, Greece

 

სახელი კორფუ წარმოიშვა იტალიურიდან შეცვლილი ბიზანტიურიდან Κορυφώ (კორიფო), რაც ნიშნავს «მთების ქალაქს», რომელიც თავის მხრივ მოდის ბერძნულიდან Κορυφαί (კორიფაი). კუნძული ფორმით გავს ნამგალს, რომელსაც მას ადარებდნენ უძველეს დროში: კუნძულის შეზნექილი მხარე ქალაქით და ნავსადგურით მდებარეობს ალბანეთის სანაპიროს მოპირდაპირედ.

corfu01

 

რფუზე შემონახულია რამდენიმე ისტორიული ადგილი. უძველესი ქალაქის კორკირას ადგილი ზუსტად დადგენილი და მდებარეობს 2 კმ-ით თანამედროვე ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთით. აცენისიონის ბორცვის ქვემოთ შემონახულია პოსეიდონის ტაძარი, ჩოვლებრივი გუმბათოვანი შენობა, რომელმაც შემოინახა თავისი არქიტექტურული სპეციფიკა, მიუხედავად იმისა რომ ტაძარი ძლიერ არის დანგრეული.

 

Corfu-Banner-2კუნძულზე არის მრავალი მონასტერი და ნაგებობები აშენებული ვენეციელების მმართველობის დროს, რომელთაგან ყველაზე ცნოიბილია პალეოკასტრიცა, სან სალვადორი და პელკა. «ახილეონი» — სასახლე აგებული ელისაბედ ბავარიელის მიერ და ნაყიდი ვილჰელმ II-ის მიერ 1907 წელს. დღეს ის პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %