მსოფლიოს 25 ქალაქი, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება ფოტოობიექტივში. ნაწილი III

ქალაქები, სადაც არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ უკვე ბევრჯერ ვიმოგზაურეთ... ეს ის ქალაქებია, რომლებსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ და შესაბამისად, იღებენ ტურისტები...

18. ჩიკაგო, აშშ

2612260-R3L8T8D-1000-chicago2612310-R3L8T8D-1000-collage18 ჩიკაგო იყო ქალაქი, რომელშიც პირველი ცათამბჯენი აშენდა.   ჩიკაგოს ცათამბჯენები, ადგილობრივი სამზარეულო, პოლიტიკური ტრადიციები და სპორტული გუნდები მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოებია. ქალაქი ცნობილია ეთნიკური მრავალფეროვნებით. აქ დღეისთვის სულ 10 მილიონამდე მოსახლე ცხოვრობს. ცნობილი "ლობიოს" სკულპტურის სარკისებური ზედაპირი ტურისტების საყვარელი გასართობია.

19. რომი, ვატიკანი, იტალია

2612460-R3L8T8D-1000-roma2612510-R3L8T8D-1000-collage19იტალიაში, რომში ჩასვლისას, ყველა მოგზაური აუცილებლად შეივლის ვატიკანში.  წმინდა პეტრეს ბაზილიკა,სიქსტის კაპელა, აპოსტოლური სასახლე და ვატიკანის უზარმაზარი მუზეუმები ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად მოსანახულებელთა სიაში შედის. სახელმწიფო, რომელშიც 800-მდე კაცი ცხოვრობს, 44 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, 1929 წელს ჩამოყალიბდა. აქვეა პატარა ფოსტა, საიდანაც შეგიძიათ მოსაკითხი ბარათები გააგზავნოთ.

20. სან-ფრანცისკო, აშშ

2612660-R3L8T8D-1000-san2612710-R3L8T8D-1000-collage20 სან ფრანცისკო  ჩრდილო კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს ყურის ფინანსური და კულტურული ცენტრია.  ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მთელ კალიფორნიაში ნიუ-იორკის შემდეგ. სან-ფრანცისკო ცნობილია თავისი თავბრუდამხვევი ზაფხულით, ნისლით, ციცაბო ბორცვებით, დახვეწილი არქიტექტურით. ყველაზე ცნობილი სანახაობებია გოლდენ გეითის ხიდი, სან-ფრანცისკოს ტრამვაი, რომელიც ციცაბო ქუჩებზე დადის, ალკატრასის ციხე, ჩაინა თაუნი და ლომბარდიის ქუჩა.

21. სინგაპური

2612860-R3L8T8D-1000-sing2612910-R3L8T8D-1000-collage21 სინგაპური ერთდროულად კუნძული, ქვეყანა და დედაქალაქია. სინგაპურში – კონტრასტების ქალაქში გვერდიგვერდაა განლაგებული  ფუტურისტული ცათამბჯენები, რომელთა დიზაინი ფენ-შუის კანონებთანაა შეთანხმებული, ეთნიკური კვარტალები, მწვანე პარკები, სავაჭრო ცენტრები და ტაძრები. აქ ყველა რასის და ნაციონალობის ადამიანს შეხვდებით,  მსოფლიოს ყველა კუთხის დამახასიათებელ საკვებს გასინჯავთ და ყველანაირ არქიტექტურას გადააწყდებით. სინგაპურში მოგზაურობის 14 მიზეზს შეგიძლიათ ამ სტატიაში გაეცნოთ

22. ტორონტო, კანდა

2613960-R3L8T8D-1000-toronto2614010-R3L8T8D-1000-collage22კანადის ყველაზე პოპულარული ქალაქია. ჟურნალმა The Economist ტორონტო მსოფლიოში მეოთხე ადგილას დაასახელა ცხოვრების საშუალო დონის მიხედვით 2011 წელს. დასახლება, რომელსაც ტორონტო ერქვა, ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში არსებობდა ონტარიოს ტბის სანაპიროზე. ქალაქის სახელწოდების წარმოშობის შესახებ ორი თეორია არსებობს. პირველის მიხედვით ტორონტო ადგილობრივი ინდოელების - გურონების ენაზე "შეხვედრის ადგილს" ნიშნავს. მეორე ვერსიის მიხედვით მოჰოკების ტომების  ენაზე "ტკარონტო" ნიშნავს "ადგილს სადაც ხეები წყლიდან იზრდებიან". მეოცე საუკუნის შუამდე აქ ძირითადად ორსართულიანი სახლები შენდებოდა. ქალაქის ცენტრალური ქუჩა - იანგ სტრიტი პირდაპირ ონტარიოს ტბიდან იწყება და 83 კილომეტრის სიგრძისაა.  ქუჩაზე უამრავი მაღაზია, რესტორანი და კაფეა განთავსებული.

23. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

2614560-R3L8T8D-1000-london2614610-R3L8T8D-1000-collage23ქალაქი, რომელშიც 300-მდე ენაზე ლაპარაკობენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართუებას წარმოადგენს. ფოტოებს ბიგ-ბენის გამოსახულებით უამრავ ოჯახში შეხვდებით

24. პარიზი, საფრანგეთი

2615310-R3L8T8D-1000-paris2615360-R3L8T8D-1000-collage24 პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს. პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი. პარიზს აქვს მრავალი ზედმეტსახელი, როგორიცაა "სიყვარულის ქალაქი", მაგრამ ყველაზე განთქმულია "La Ville-Lumière" ("სინათლის ქალაქი"). ზედმეტსახელი "სინათლე" მიიღო უფრო პირდაპირი გაგებით, როდესაც პარიზი გახდა ევროპის ერთ–ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც ქუჩები გაზის სანათებით ჰქონდა განათებული. 1817 წლიდან Passage des Panoramas იყო პარიზის პირველი გაზით განათებული გამზირი.

25. ნიუ-იორკი, აშშ.2616010-R3L8T8D-1000-ny

2616060-R3L8T8D-1000-collage25ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტს და ტურისტს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნაწილი Iნაწილი II
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %