კაბადოკია - მსოფლიოს მერვე საოცრება
კაბადოკია მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული. მის საოცარ რელიეფს ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილი სვეტები ქმნის. კაბადოკიის ტერიტორიაზე 36-მდე მიწისქვეშა ქალაქია წარმოდგენილი. ისინი ქრისტიანების თავშესაფრად იქცა. კაბადოკია ორი უდიდესი წმინდანის წმ. ნინოს და წმ. გიორგის სამშობლოა. წმ.გიორგი სოფელ გიუზელ იოზში დაიბადა, ხოლო წმ.ნინო დაბა ორთაჰისაში.
რა ჯდება მოგზაურობა კაბადოკიაში?
კაბადოკიაში, ჯგუფური ტურით შეგიძლიათ გამგზავრება, ფასი საშუალოდ, 300 ლარიდან იწყება.
რა შედის საფასურში?
- მგზავრობა
- სამოგზაურო დაზღვევა
- სასტუმროში განთავსება
- კვება სასტუმროს მიხედვით
ჰოლიდეი ჯორჯია
ტურისტული კომპანია ჰოლიდეი ჯორჯია გთავაზობთ ტურ-პაკეტს კაბადოკიის მიმართულებით. მოგზაურობის პერიოდია 30-31-მარტი-1-2-3აპრილი.
ტურის ღირებულებაში შედის:
- კომფორტული მიკრო ავტობუსით მგზავრობა
- 4* სასტუმრო, ორჯერადი კვებით
- მუზეუმებში შესასვლელი ადგილობრივი მოსაკრებელი
- გიდი (ინგლისურ ენოვანი ან რუსულ ენოვანი )
- კაბადოკიის ტერიტორიაზე ექსკურსიების დროს ლანჩი
- სამოგზაურო დაზღვევა
თრეველთუჯორჯია
ტურისტული კომპანია თრეველ თუ ჯორჯია გთავაზობთ ტურ-პაკეტს კაბადოკიის მიმართულებით. მოგზაურობის პერიოდია 8-9-10-11 მარტი.
ტურისღირებულებაშიშედის:
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
- ქართულენოვანი სერთიფიცირებული გიდის მომსახურება
- კვება - 2 ჯერადი (საუზმე/ვახშამი, შვედური მაგიდა)
- უკაბელო ინტერნეტი თქვენს ნომერში
- ღამისთევა სასტუმროში კაბადოკიის 4* სასტუმროში Hotel Mustafa 4 *
Must see places
Goreme Open Air Museum
Goreme Open Air Museum წარმოადგენს დიდ სამონასტრო კომპლექსს, რომელიც პატარა ეკლესიებისგან და კელიებისგან შედგება. ის პირველი ადგილია, რომელსაც ტურისტები სტუმრობენ.
Derinkuyu Underground City მიწისქვეშა ქალაქი
კაბადოკიის განსაკუთრებული ექსპონანტია ,,Derinkuyu Underground City". ის წარმოადგენს 7 სართულიან მიწისქვეშა ქალაქს, რომელსაც კარგად აქვს მოწყობილი წყლის, საკანალიზაციო, სავენტილაციო სისტემები, სასწავლებელი და სამლოცველო ადგილებიც კი.
Love, Rose/Red Imagination, Pigeon (სიყვარულის, ვარდის/წითელი წარმოსახვა, მტრედი)
ეს სამი ხეობა, უშარისა და შავუსინს შორის, ცენტრში მდებარეობს. აუცილებლად ეწვიეთ ერთ-ერთ მათგანს, თან იქონიეთ ფოტოაპარატი, რადგან რასაც აქ ნახავთ, ნამდვილად შთამბეჭდავია.
ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი გამოცდილება, რომელსაც კაბადოკია გთავაზობთ, საჰაერო ბუშტით გასეირნებაა, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება.
სამზარეულო
გთავაზობთ კაბადოკიის სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
Yaprak Sarma
Yaprak Sarma წარმოადგენს ხორბლის, ბრინჯის და სხვა ინგრედიენტების(დამოკიდებულია რეგიონზე) მიქსს, რომელიც ყურძნის ფოთოლშია მოთავსებული.
ბრინჯი და ქათამი
თურქული ბრინჯი ჩვეულებრივ ქათმის ხორცთან ერთა მიირთმევა. ბრინჯს ქათმის ბულიონით, სუნელებით და სპეციალური ინგრედიენტებით ამზადებენ და შემდეგ მოხარშულ ქათმის ხორცს უმატებენ.
Ayran
Ayran-ი წყლის და იოგურტის ნარევია, ის საკმაოდ გავრცელებული თურქული სასმელია.
Lokma
Lokma წარმოადგენს პატარა ცომის გუნდას, რომელსაც სიროფით ატკბობენ და წვავენ.
რესტორნები
Elai
Elai კაბადოკიის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია. რესტორანი უხისარის (Üçhisar )-ის ციხის ჩრდილში დგას, მისი ტერასიდან იშლება ხედი წითელ ველზე და მტრედის ველზე, კაბადოკიის თვალწარმტაც პეიზაჟზე, ერჯიესის მთამდე (Mount Erciyes). სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ კოქტეილები და ადგილობრივი კერძები.
Han Çiragan
ამ რესტორნის პირველი სართული ვაზით იჩრდილება, რაც გასაოცარ სანახაობას ქმნის. რესტორანი სტუმრებს სთავაზობს ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს თანამედროვე აქცენტებით. რესტორანში ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო, ისეთები როგორიცაა Kalecikkarasi, Öküzgözü და Bogazkere და ისიამოვნოთ ჯაზის ცოცხალი შესრულებით.
Lil’a
რესტორანი Lil’a განლაგებულია მუზეუმ სასტუმრო Üçhisar-ში. ის სტუმრებს გასაოცარ ხედებს, ტერასას და უნიკალურ დიზაინს სთავაზობს. რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ კლასიკური თურქული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები. რესტორნის შეფ-მზარეული მუსტაფა ბაიუხანი, მრავალი ჯილდოს მფლობელია.
ნარკოპოლიტიკა
თურქეთში ნარკოტიკები აკრძალულია. ნარკოტიკების წარმოება, იმპორტი ან ექსპორტი 20-დან 30 წლამდე, მისი გაყიდვა ან შენახვა 15 ან მინიმუმ 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გისურვებთ წარმატებულ მოგზაურობას.