10 ადგილი, რომელსაც 2016 წელს უნდა ესტუმრო

2016 წელი, შეიძლება ითქვას, კარს მოგვადგა, ამიტომაც ურიგო არ იქნება თუ ამ წლის გეგმების დასახვას უკვე დაიწყებთ. თუ მოგზაურობა თქვენი გატაცებაა და მომავალი წლის გეგმებში საქართველოს საზღვრებს გარეთ თავგადასავლების ძებნა თქვენს გეგმებში განიხილება, მაშინ უნდა იცოდეთ, რომელი ქვეყნების და ქალაქების ნახვაა რეკომენდირებული ამ წელს. ჩვენ ასეთ 10 ადგილს შემოგთავაზებთ.

10. ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა

ჩარლსტონის წელს Travel + Leisure-მ ამერიკის საუკეთესო ქალაქად დაასახელა. ისტორიული ქალაქის ულამაზესი ბაღები, ძველი სახლები და სანაპიროები ნამდვილად მოგხიბლავთ. charleston-south-this-gardens-old-mansions-and-carriage-houses-and-amazing-

9. ჰავანა, კუბა

ამერიკასა და კუბას შორის დაძაბული ურთიერთობა ნელ-ნელა დათბობის ეტაპზე გადავიდა. ქალაქის ფერადი შენობები, კლასიკური მანქანები და სიგარები ჰავანას must see ქალაქების რიგებში აყენებს. havana-cuba-its-ci

8. კრუგერის ეროვნული პარკი, სამხრეთ აფრიკა

ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინენტური ნაკრძალი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ "დიდი ხუთეული": ლომები, ლეოპარდები, მარტოქრები, სპილოები და ბიზონები. kruger-national-l

7. ლუქსემბურგი

ის, რომ ლუქსემბურგი პატარა ქვეყნის პატარა ქალაქია, სუალც არ ნიშნავს, რომ აქ მოგზაურობა არ ღირს. უამრავი ციხით სავსე ქალაქი, რომელიც ძველისა და ახლის შერწყმის კარგი მაგალითია. luxembourg-city--picturesq

6. ნუუკი, გრენლანდია

დიდებული მთების ფონზე განლაგებული შთამბეჭდავი ფიორდები - გრენლანდიის დედაქალაქი 2016 წელს განსაკუთრებით საინტერესო იქნება. მარტში ის არქტიკის ზამთრის თამაშებს უმასპინძლებს nuuk-greenland-competitions-th

5. კვებეკი, კანადა

კვებეკი გახლავთ ერთადერთი გალავნიანი ქალაქი ქვაფენილიანი ქუჩებით ჩრდილოეთ მექსიკაში. ქალაქის ქუჩებში არაერთ კრეატიულ სცენას, ფესტივალსა და ბაზრობებს გადააწყდებით quebec-city-canada--during-t

4. რეიკიავიკი, ისლანდია

ისლანდიის სოფლები რომ ზღაპრული სილამაზით გამოირჩევა, ეს კარგადაა ცნობილი. დედაქალაქი კი სტუმრებს ფერად-ფერადი სახლებით და სახურავებით აოცებს, რომელბიც განსაკუთრებით მიმზიდველი ფოტოგრაფებისთვისაა reykjavik-rs-to-play

3. რიგა, ლატვია

Lonely Planet-მა რიგა 2016 წლის რეკომენდირებული მიმართულებების სიაში შეიყვანა იმ ძირითადი ნაბიჯების გამო, რაც ამ ქვეყანამ ბოლო 25 წლის განმავლობაში გადადგა. ძველი ციხეები და სახლები თითქმის სრულად აღდგა. სწორედ რიგაში ნახავთ არტ ნუვოს ფასადების ყველაზე დიდ კონცენტრაციას. riga-latvia

2. სარაევო, ბოსნია - ჰერცეგოვინა

ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა. თუმცა დედაქალაქს არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. 1990-იან წლებში ბოსნიის ომის შემდეგ დაზიანებული ქალაქი ცოტა ხნის აღდგა . სარაევოში საკმარისი რაოდენობის ისტორიული ძეგლები და მუზეუმებია იმისათის, რომ ქალაქში სტუმრობა საინტერესო იყოს.   sarajevo-bosniasarajevo-sits-on-the-miljacka-river-and-is-
  1. კიოტო, იაპონია

უკვე მეორე წელია, რაც ტურისტების მიერ კიოტო სახელდება მსოფლიოში საუკეთესო "მოგზაურობა + დასვენება" ქალაქად. ამის მიზეზი კი ქალაქის მდიდარი ისტორია, საოცარი ტაძრები, ბაზრები, ბაღები და პარკებია. kyoto-japan-this-is-ttempl
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %