გულის ფორმის კუნძული

ეს ფოტოშოპი არაა, ამ პაწაწუნა კუნძულს ტავარუა ქვია და ფიჯის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის. ის ნამდვილად გულის ფორმისაა და  მთავარი კუნძულიდან, ვიტუ-ლევუდან 5 მილითაა დაშორებული. სერფერებს შორის კუნძული მაღალი, პირველი კლასის ტალღებითაა ცნობილი. მას ხშირად უწოდებენ ყველა სერფინგისთვის განკუთვნილი კურორტების დედას.  აქ სერფინგისთვის იდეალური პირობებია. 14212820382_3460f5a12a_o გარდა სერფინგისა, აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტული თევზაობით, დაივინგით და კაიაკინგით. აქვეა აუზი, სპა და ტენისის კორტები. კუნძულზე არის სანაპიროების როგორც დამწყები, ასე პროფესიონალი სერფერებისთვის. ყოველწლიურად აქ სერფინგის ჩემპიონატები იმართება. 14215049434_fe79f13f13_o   14215233285_dc12e1ff7a_o14215233875_8f7f35dea4_o 80-იანი წლების დასაწყისამდე კუნძული დაუსახლებელი იყო. 80-იანებში აქ დეივ კლარკი, კალიფორნიელი მასწავლებელი მოხვდა. დეივმა და მისმა ძმამ კუნძულზე ორი თვე გაატარეს - კარვები ქონდათ გაშლილი პირდაპირ სანაპიროზე. სერფინგის მოყვარულმა ძმებმა გადაწყვიტეს კუნძულზე დარჩენილიყვნენ და პირველი ოტელი გახსნეს, რომელიც სერფერებისთვის იყო განკუთვნილი.  ასე დაიწყო ტავარუაზე აღმავლობის ხანა. ახლა აქ ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა: Tavarua Island Resort , 16 კომფორტული ბუნგალოთი, სადაც 36 ადამიანი ეტევა. 14028572798_b6cd9a75e1_o14235397193_61377c321f_o14028561719_c53b1c335e_o პ.ს. აი ეს კი უკვე ფოტოშოპია: 14215521194_e20acc15ab_o    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %