57

საბერძნეთის კუნძულები - იოსი

09 ოქტომბერი 2015
იოსი ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და კიკლადების არქიპელაგის ნაწილს წარმოადგენს. ის ნაქსოსს და სანტორინის შუაგზაზე მდებარეობს. კუნძულის სიგრძე სულ 18 კილომეტრი, ხოლო სიგანე 10 კილომეტრია. ეს კუნძული განსაკუთრებით მოლაშქრეებშია პოპულარული, რომელბიც საძილე ტომრებს პირდაპირ სანაპიროზე შლიან. ისტორიული მონაცემების მიხედვით, სწორედ ამ კუნძულზე გარდაიცვალა ჰომეროსი - ძველი ბერძენი პოეტი.
იოსის საზღვაო პორტიდან პატარა სოფელში -Chora-ში მოხვედრა შეიძლება ავტობუსით, ან სახედრით, რომელიც 15 წუთში მიგიყვანს. სოფელი პატარაა და ფერდობზე ტერასებად შეფენილი, თეთრი ქათქათა სახლებით და მიხვეულ-მოხვეული, ფერად-ფერადი, ლამაზი ქუჩებით. ამ ქუჩებში ხეტიალი ცალკე სიამოვნებაა
Chora-ს გარდა აქ კიდევ რამოდენიმე პატარა დასახლებაა, რომლებიც ძირითადად ზღვის პირას, პლაჟების მიმდებარედაა განლაგებული.
რა უნდა მოვინახულოთ აქ?
სკარკოსის ნანგრევები: გორის წვერზე განლაგებული პრეისტორიული ნანგრევები. უმეტეს ადგილას შენობებისსიმაღლე სამ მეტრს აღწევს და მათი დიდი უმრავლესობა, როგორც ჩანს,
...