მონღოლი მომთაბარეების ცხოვრება - ფოტორეპორტაჟი

მონღოლეთის ჩრდილოეთში ცატაანის  ხალხი ცხოვრობს. ისინი ჩრდილოეთის ირმებს მწყემსავენ და დღემდე ისევე ცხოვრობენ, როგორც მათი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში. დღეს-დღეისობით სულ რამოდენიმე მომთაბარე ტომი შემორჩა - ცატაანები მათ რიცხვში შედიან. ისინი გადარჩნენ და ათასობით წლის მანძილზე ულაანის მკაცრ, სუბარქტიკულ ტაიგაში ცხოვრობენ. ცატაანის ხალხი წელიწადის მანძილზე ხუთიდან ათამდე სხვადასხვა ადგილსამყოფელს იცვლის და არსად არ აქვთ მუდმივი დასახლება.

ჩრდილოეთის ირმები და ცატაანის ხალხი ერთმანეთის გარეშე ვერ იცხოვრებს. ზოგიერთი მათგანი იძახის, რომ თუ ჩრდილოეთის ირმები გადაშენდებიან, ასევე გაქრება ცატაანების კულტურაც. ირმები იძლევიან რძეს, ყველს და გადასაადგილებლადაც გამოიყენებიან. ირმის ბეწვის და ტყავის გამოყენებით იკერება მათი ტანსაცმელი, ნაკელს საწვავად უყენებენ, ხოლო  რქებისგან სხვადასხვა იარაღებს ამზადებენ. მათი უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ირმების ხორცს საკვებად არ იყენებენ. იმის გამო, რომ ჩრდილოეთის ირმების რაოდენობა ძალიან შემცირდა, დღეს სულ 40-მდე ოჯახია ამ საქმიანობით დაკავებული, ხოლო ხალხის უმეტესობა დიდ ქალაქებში გადასახლდა. მომთაბარე ჯგუფი როგორც წესი რამოდენიმე ოჯახისგან შედგება, რომლებსაც "ოლალ-ლალ" ეწოდება (ცატაანის ხალხის ენაზე ნიშნავს "იმათ", "ისინი"). საზოგადოების სტრუქტურა. კულტურა და დღის რეჟიმი მთლიანად ირმებზეა აწყობილი და მორგებული. ირმების ტყავები ზამთრის ქურთუკებად გამოიყენება. მათგან მზადდება ჩანთები, ხურჯინები და ფეხსაცმელები. ირმების რქები ტრადიციული ჩინური მედიცინის წამლების ერთ-ერთი ინგრედიენტია და 1975 წლიდან ჩინეთში ტრანსპორტირება ხდება.

Tsaatan-22__880 ცატაანის ხალხის ბანაკებში ორიდან შვიდამდე კარავს - იურტას ითვლიან, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში მარტივად შლიან და ახალ ადგილას გადააქვთ. როგორც წესი გადასვლა ირმებისთვის უკეთესი საძოვრების პოვნასთანაა დაკავშირებული. აქ ირმები ძალიან უყვართ და როგორც ოჯახის წევრებს, ისე უყურებენ. Tsaatan-6__880 ირმების მოვლის ვალდებულება მთელი ოჯახის კისერზეა. პროცესში მონაწილეობს ყველა - დიდიდან ყველაზე პატარების ჩათვლით. ბავშვებს ფეხის ადგმასთან ერთად ასწავლიან ირმებთან ურთიერთობას და მათ მოვლას.   Tsaatan-3__880ასეთი კარვები- იურტები შიგნიდან ძალიან უბრალოდაა მოწყობილი. თანამედროვე ნივთები მინიმუმამდეა დაყვანილი. Tsaatan-23__880 რძე ყოველდრიურად დუღდება - ამოყავთ ყველი, ამზადებენ ჩაის და ა.შ. Tsaatan-13__880 ნარაჰუ და ბოლორმა - ცოლ-ქმარი, რომლის კარავშიც "შევიხედეთ". Tsaatan-4__880 ეს კი მათი დიდი ოჯახი, ირმებთან ერთად. Tsaatan-29__880 ქალიშვილები Tsaatan-5__880 მათ ასამდე ირემი ყავთ, რომლებიც ყოველ დილას გადიან ტაიგაში, საძოვრების საძიებლად, და საღამოს უკან ბრუნდებიან Tsaatan-15__880შეშაც ყოველდღე უნდა დაიჭრას - ტაიგაში ძალიან ცივა, ნაკელი კი არასაკმარისია. Tsaatan-10__880 ბავშვები და ირმები მშვენივრად მეგობრობენ და ერთად თამაშობენ. Tsaatan-16__880 თუმცა ყველაფერი ყოველთვის მშვიდობიანად არ მთავრდება. Tsaatan-18__880 ზოგჯერ ირმებიც ჯიუტობენ და მოსაწველად ჯერ დაჭერა ხდება საჭირო. Tsaatan-17__880

Tsaatan-21__880 ტრადიციული ჩაი, რომელიც რძის, ჩაის და მარილის გამოყენებით მზადდება. Tsaatan-26__880

Tsaatan-12__880 დილა. ირმები საძოვრებზე მიდიან Tsaatan-19__880 იმის გამო, რომ ჩრდილოეთის ირმები სიცივეს ვერ იტანენ, მწყემსები იძულებულები არიან ზაფხულობით უფრო ცივ ადგილებში გადაიყვანონ ირმები. ცატაანის ხალხს სჯერა, რომ წინაპრების სულები ტყის ცხოველებში ბინადრობენ, რომლებიც მათ ცხოვრების გზაზე ეხმარებიან, ამიტომ ისინი მისდევენ შამანობას - რელიგიას, რომელიც ბუნების გაღმერთებას ეფუძნება. Tsaatan-0__880 მწყემსი ტრაციდიულ ჩაცმულობაში. მათი ჩექმები, რომლებიც ირმის ტყავისგან მზადდება, ძალიან თბილი და გამძლეა. ისინი ცნობილია ხარისხით და ძალიან ძვირად ფასობს. Tsaatan-31__880 მზის ჩასვლა ტაიგაში. ულამაზესი სანახაობა, რომელიც ყოველდღე სთავაზობს ბუნება მონღოლ მომთაბარე ტომებს. Tsaatan-30__880
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %