ყველაზე შაბლონური ტურისტული ფოტო, ანუ ის, რაც თითქმის ყველა მოგზაურის ფოტოალბომში მოიძებნება
ფოტოები, რომლებიც ერთ დროს ორიგინალურად ითვლებოდა და ახლა უბრალოდ, მომაბეზრებელი, გაცვეთილი შაბლონებია...
1. ხელში დაჭერილი ტაჯ-მაჰალი
დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდები მონდომებულ ტურისტს, რომელიც ფრთხილად, ორი თითით ცდილობს "წვერზე" ხელი მოკიდოს მსოფლიოს ამ ულამაზეს შენობას.
2. პიზის დახრილი კოშკი
რომელიც ეს-ესაა წაიქცევა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაამაგროთ. ვებ-სივრცეში უამრავ ფოტოს შეხვდებით, სადაც სპეციალურად არასწორი პერსპექტივით არიან ტურისტები დაფიქსირებული და ხშირად იუმორის საგანი ხდება.
3. კოცნა სფინქსთან
ეგვიპტეში ნამყოფი ადამიანების დიდ უმეტესობას აქვს გადაღებული მსგავსი ფოტო.პრინციპში, ძნელია გაუძლო ცდუნებას.
4. დასავლეთის და აღმოსავლეთის გადაკვეთაზე
განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი ფოტოების გადაღება, სადაც ბუდისტი ბერები "დასავლეთის სივილიზაციის" ფონზე არიან დაფიქსირებულები. რამოდენიმე ასეთი ფოტო, პროფესიონალი ფოტოების მიერ გადაღებული, მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ არა ასეთი, "შემთხვევითი" კადრები.
5. "ჰოთ-დოგის" სტილში გადაღებული ფეხები
რაიმე ღირსშესანიშნაობის ფონზე. თუნდაც აუზის. ან სპა-სალონის. ასე ფეხებიც უფრო ლამაზი ჩანს და თან ადგომა ან/და სხვა ადამიანის შეწუხება არ გჭირდება. შედარებით ნაკლებად გავრცელებულ ვარიანტში როგორც წესი ფეხსაცმელია დაფიქსირებული.
6. თამაში პერსპექტივით
სალარ დე უიუნიზე გადაღებული ეს ფოტო ამის ნათელი მაგალითია. მარილის ეს ზედაპირი თავისთავად ისედაც ძალიან შთამბეჭდავია და ზედმეტ სპეცეფექტებს აღარ საჭიროებს.
7. ანარეკლები
როცა ღირსშესანიშნაობების გადაღება გვწყინდება, კამერას ადამიანებისკენ მივმართავთ და თუ კადრში არაფერი საინტერესო არ ხდება, მაშინ მოდურ სათვალეებს მივადგებით ხოლმე. თითო ასეთი ფოტო ალბათ ყველა მოგზაურის ფოტოალბომში იქნება, განსაკუთრებით პოპულარული კი სელფ-პორტრეტებია.
8. რკინიგზის ხაზები
სევდიანი თინეიჯერების საყვარელი გადასაღები მოედანი მოგზაურებშიც პოპულარულია. "შორს მიმავალი" და "გზად, შეუცნობელისაკენ" - ეს სიმბოლიკა დევს ამ ფოტოებში და ძალიან მშვენიერი იქნებოდა, რომ არა ასეთი შაბლონურობა.
9. ძეგლები საინტერესო რაკურსებით
ძეგლის ფოტო მოსაწყენია. პორტრეტი ძეგლის ფონზე - კიდევ უფრო მოსაწყენი. ხოდა ტურისტებმაც ახალი ორიგინალური გასართობი მოიგონეს და ძეგლებთან პოზიორობის ახალი ტალღაც წამოვიდა.
10. მზის ჩასვლის კადრები
ან ამოსვლის, გააჩნია სად ვისვენებთ. ასეთი ფოტოები ყველაზე ლამაზია მაგრამ ზოგჯერ ავტორებსაც უჭირთ იმის გახსენება, რომელ წელს და სადაა გადაღებული ეს ფოტოები. გაგვიზიარეთ, თქვენი აზრით რომელი შაბლონები გამოგვრჩა. ან იქნებ თქვენც მოგეძებნებათ მსგავსი ფოტოები?