48
ბამბის ციხის თეთრი ავზები
კირქვის ბუნებრივ ავზებსა და კედლებში, სადაც წყალი მთის ფერდობებიდან ჩამოდის – ბუნებრივი საცავია თერმული წყლების . მას ფამუქალეს იგივე "ბამბის ციხეს" ეძახიან. ეს ადგილი თურქეთის სამხრეთ- დასავლეთით, ეგეოსის რეგიონში მდებარეობს , კერძოდ დენიზლის პროვინციაში. თეთრი ტერასები მთის ფერდობზე წარმოიქმნა კალციუმით გაჯერებული თერმული წყლებს მარილების ნადებით. ფამუქალეს სიგრძე 2700, სიმაღლე კი – 160 მეტრი. თერმული წყლების ტემპერატურა 35 –დან 100 °C –მდეა და ტურისტებისთვის წყალში ჩასვლა დაშვებულია. აქ უძველესი ქალაქი იერაპოლისი "თეთრი "ციხის" თავზე იყო აგებული.