ადამიანის ხელით შექმნილი სიყვარულის პლაჟი

სიყვარულის პლაჟი - Playa de amor - მექსიკაში, ბანდერასის ყურეში, ლას მარიეტასის კუნძულებზეა. ათასზე მეტი წლის წინ, ვულკანური აქტივობის შედეგად ფორმირებული არქიპელაგი დრეს ფრინველების დიდ თავშესაფრადაა ქცეული.   article2398playa-amo-0012005 წელს არქიპელაგმა მკვლევარ ჟაკ კუსტოს წყალობით ნაციონალური პარკის სტატუსი მიიღო, ხოლო 2008 წელს ლას მარიეტასის კუნძულები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც შევიდა. სტატუსი კუნძულმა წყალქვეშა სამყაროს უდიდესი მრავალფეროვნების, ულამაზესი მღვიმეების და ღრმა წყლის გვირაბების გამო მიიღო. კუნძულების ახლოს ხშირად წააწყდებით მოთამაშე დელფინებს და იშვიათი, უნიკალური სახეობის მარჯნებს. სწორედ ამ სილამაზის სანახავად ჩამოდის აქ წელიწადში ასობით ათასი ტურისტი.   playa-amo-002playa-amo-004მაგრამ ლას მარიეტასის მთავარი მარგალიტი სიყვარულის პლაჟია. ეს დახურული პლაჟია, სადაც საკმაოდ ძნელია მოხვედრა: პლაჟი მღვიმეშია განთავსებული, რომელის ზედა ნაწილშია გახსნილი. მზე როგორცწესი მხოლოდ ქვიშას ათბობს, ხოლო წყალი მღვიმის გადმოხრილი კედლის ჩრდილში იმალება., იმის გათვალისწინებით, რომ კუნძულები ახლოსაა ეკვატორთან, ხოლო მექსიკური ზაფხული ძალიან ცხელია (ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მზიანი მხარეა დედამიწაზე - ზაფხულობით აქ ტემპერატურა ორმოც გრადუსამდე ადის), ეს დაივერებისთვის დიდი პლიუსია, რადგან წყალი ისე ძალიან არ ცხელდება. ეს ადგილი კი განსაკუთრებით შეყვარებულ წყვილებს უყვართ - პლაჟი დახურული, განმარტოვებული და ძალიან რომანტიულიადგილია.  playa-amo-005playa-amo-008საინტერესო ისაა, რომ ეს პლაჟი ბუნების ნამოქმედარი არაა - ეს სილამაზე მეოცე საუკუნის დასაწყისში მექსიკის მთავრობის მიერ ჩატარებული საომარი ექსპერიმენტების შედეგია. playa-amo-010  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %