40
Travel Channel-მა 2016 წლის 11 ახალი მიმართულება დაასახელა, მათ შორის საქართველოც
ახალი წელი სწორედ მოგზაურობის დაგეგმვის დროა. Travel Channel-ი კი ზრუნავს ამაზე და 2016 წლისთვის 11 ახალ, ეგზოტიკურ (ან არც ისე), საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ქვეყნის სიას გვთავაზობს.
1. ბოლივია
2015 წელს ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კოლუმბია იყო, მაგრამ 2016 წელს ეს ბოლივიამ უნდა ჩაანაცვლოს. ქვეყნის დედაქალაქი მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლაა განლაგებული. საინტერესო ადგილების სიაში ტბა ტიტიკაკა მოხვდა, სადაც მოხეტიალე კომუნების საცხოვრებელი ბანაკებია. ბოლივიის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა კი უიუნის დიდი მარილის საბადოა, რომელიც ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. წვიმების სეზონზე აქ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი გადასაღები მოედანია სურრეალისტური პეიზაჟების დასაფიქსირებლად, რომლებსაც არანაირი ფოტოშოპი არ ჭირდებათ.
2. საქართველო
კახეთი - ღვინის რეგიონი საქართველოში, უძველესი ვენახებით, უგემრიელესი წითელი ღვინოებით (და არამარტო), რომლებიც ბევრად იაფია და არაფრით ჩამოუვარდება იტალიურ და ფრანგულ ღვინოებს. ყაზბეგი და გერგეთის სამება - ულამაზესი ტაძარი მაღალ მთებში, მყინვარის ძირში
3. კუბა
მთელ მსოფლიოში ცნობილი კუბური სიგარების გარდა, კუბაში შეგიძლიათ მოინახულოთ ბაკარდის ქარხანა, რომელიც სანტიაგო დე კუბაში მდებარეობს და რომელმაც 2015 წელს იზეიმა 500 წლის იუბილე.
ჰავანადან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე ჰემინგუეის მუზეუმში შეგიძლიათ მწერლის საყვარელი ნივთები დაათვალიეროთ, რომლებიც მას სიცოცხლეში ეკუთვნოდა.
4. კამბოჯის სანაპირო
20 წლის წინ მას ხშირად ადარებდნენ ტაილანდს, ახლა კი საკუთარი უნიკალური სტილი შეიძინა. კეთილმოწყობილი სანაპიროები და 3, 4, და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები თქვენს განკარგულებაშია. სანაპიროზე მიმოფანტული პატარ-პატარა დასახლებები განუმეორებელ ეგზოტიკურ ხიბლს სძენს ქვეყანას. იმ შემთხვევაში თუ თავგადასავლები გიზიდავთ, რემის ნაციონალური პარკი და კოჰ რონგის არქიპელაგი თქვენს განკარგულებაშია. არქიპელაგზე ღამის გასათევს 10$-ადაც იპოვით.
5. მიანმარი
მიანმარი, ბაგანი ის ადგილია, სადაც ერთ დროს ათასობით ბუდისტური ტაძარი იდგა. დღეს ტაძრების უმრავლესობა უმოქმედოა. მიუხედავად ამისა, ან იქნებ სწორედ ამიტომ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და უნიკალური სანახაობაა.
ფოტოზე კი ტბა ინლეა აღბეჭდილი. შორს მეთევზეთა დასახლება მოჩანს.
6. უგანდა
თავგადასავლების და აქტიური ტურიზმის მოყვარულებს 2016 წელს უგანდა ეპატიჟება. მათ, ვისაც აინტერესებს ვულკანის დალაშქვრა, ადგილობრივ ტომებთან ვიზიტი და ცნობილი მთის გორილების და ოქროსფერი მაიმუნების ბუნებრივ გარემოში ნახვა, შეუძლია მგაჰინგას ეროვნულ პარკში ილაშქროს. ოთხდღიანი ტურები ერთ კაცზე მინიმუმ $467-დან იწყება.
7. ფილიპინები
ამ სიაში ფილიპინები პალავანის ულამაზესი პლაჟების წყალობით მოხვდა. აქ ტურიზმი მხოლოდ ახლა ვითარდება და უამრავი მზარდი ტურისტული კომპანიაა, რომლებიც მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ ტურისტებს, მათ შორის ერთკვირიან ლაშქრობებს, დღის სათევზაო ტურებს, თევზაობას შუაღამით, ფაკელების გამოყენებით. შეგიძლიათ მოიწყოთ ტურები იმ კუნძულებზე, რომლებსაც ჯერ არ შეხებია ცივილიზაციის კვალი.
8. ბირმინგემი, ალაბამა
ამ ქალაქში ბეისბოლის ყველაზე ძველი და ახალი მოედნები ერთდროულად არსებობენ.
9. პოლონეთი
პოლონეთი ეკოტურიზმისთვის იდეალურია ქვეყანაა. აქ იზრდება უძველესი ტყე, რომელიც ისტორიამდელ პერიოდში მთელ ევროპაზე იყო გადაჭიმული, ახლა კი პოლონეთის ჩრდილო ნაწილში, ბელოვეჟის ტევრის ეროვნულ პარკშია შემორჩენილი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის.
10. ესტონეთი
დაიწყეთ მოგზაურობა ტალინიდან - შუა საუკუნეებში აშენებულ ქალაქის არქიტექტურა თითქოს ზღაპრიდანაა გადმოსული. იბოდიალეთ უძველესი ქუჩების ლაბირინთებში, შეისეირნეთ მუზეუმებში და ეკლესიებში. ილაშქრეთ ესტონეთის ყველაზე ცნობილ ეროვნულ პარკებში : მატსალუ, ვილსანდი და ლაიჰემა. ეს პარკები ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფრინველებზე დაკვირვებისთვის იდეალურია მატსალუ, სადაც ჩიტების ასობით სახეობა ბინადრობს.
11. სარდინია, იტალია
იტალიის ეს კუნძული ევროპის ერთ-ერთი ძველი დასახლებული ადგილია. გარდა ამისა აქ შეგიძლიათ იტალიის ტურისტებისგან გადატვირთულ ქუჩებს გაექცეთ და სიმშვიდით დატკბეთ. საკურორტო ზონებიდან ყველაზე ცნობილი ზურმუხტოვანი სანაპირო, კოსტა სმერალდა იტალიელი ვარკსვლავების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. კიდევ ერთი შესანიშნავი მიმართულება კუნძულზე ქალაქი ოლბიაა.
სარდინია ის ადგილია, სადაც უბრალოდ, ცხოვრებით უნდა დატკბეთ.